20:37 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-24 15:26:14, 2571 ნახვა

სამართალი
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 ახალი წევრი აირჩიეს

მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 ახალი წევრი აირჩიეს.

წარდგენილი 7 კანდიდატიდან მოსამართლეთა ყველაზე მეტი ხმა მიიღეს: დიმიტრი გვრიტიშვილმა, ირაკლი შენგელიამ, ირაკლი ბონდარენკომ და ვასილ მშვენიერაძემ.

აღნიშნული მოსამართლეები უფლებამოსილების განხორციელებას 26 ივნისიდან შეუდგებიან.

ცნობისთვის, ახლადარჩეული წევრები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ლევან მურუსიძეს, თამარ ალანიას, შოთა გეწაძეს და მერაბ გაბინაშვილს ჩაანაცვლებენ. შეგახსენებთ, რომ მათ უფლებამოსილების 4 წლიანი ვადა ამოეწურათ.

მოსამართლეთა კონფერენციაზე დღეს საბჭოს მოსამართლე წევრებიდან საბჭოს მდივანს აირჩევენ. რიგგარეშე კონფერენციის ბოლოს სადისციპლინო კოლეგიის წევრების არჩევაც არის დაგეგმილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
სალომე ზურაბიშვილი - დღეს არის დღე სამარცხვინო საქართველოსთვის
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics