01:21 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-24 13:25:55, 2270 ნახვა

კომენტარი
თამარ ალანია: დღევანდელი უმაღლესი საბჭოს პირობებში, გავლენებზე საუბარი გადაჭარბებულია

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თამარ ალანიას შეფასებით, დღევანდელი საბჭოს პირობებში გავლენებზე საუბარი გადაჭარბებულია.

ალანიას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საბჭოში კონსენსუსი შედგა და ეს არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით მოხდა.  

"გავლენებზე საუბარი დღევანდელი საბჭოს პირობებში არის გადაჭარბებული, ზედმეტი და ყურით მოთრეული. იმიტომ, რომ მსგავსი გადაწყვეტილება, რომელიც მაამებელი იქნებოდა, რომელიმე ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენლის მიმართ, იქნებოდა ეს წარსული თუ ახლანდელი, არ ყოფილა. სტრატეგია შემუშავდა და სტრატეგიის შემუშავება მოხდა არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით. გაზიარებულ იქნა მათი უმნიშვნელოვანესი და მეტი წილი წინადადებებისა. მნიშვნელოვანია, რომ ასევე შემუშავდა სამოქმედო გეგმა ამ სტრატეგიისათვის და კონსენსუსი შედგა", - აღნიშნა ალანიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics