16:42 - 24 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-24 11:19:26, 2979 ნახვა

მსოფლიო
ჩინეთში მეწყერი ჩამოწვა - ნანგრევებში 100-ზე მეტი ადამიანია

ჩინეთის პროვინცია სიჩუანში მეწყერი ჩამოწვა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, მიწამ 100-ზე მეტი ადამიანი მოიყოლა. 

სტიქიის შედეგად, ერთ-ერთ სოფელში 40-მდე სახლი განადგურდა. მთის ერთი ნაწილი, ადგილობრივი დროით, დილის 06:00 საათზე მოწყდა. 

როგორც მედია წერს, სამაშველო ოპერაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. მაშველები დაკარგული ადამიანების პოვნას და ნანგრევებიდან მათ ამოყვანას ცდილობენ. 

ცნობისთვის, მსგავსი ფაქტი მიმდინარე წლის იანვარშიც მოხდა. მეწყერი საკურორტო ზონაში მდებარე სასტუმროს ჩამოაწვა, რის შედეგადაც 12 ადამიანი დაიღუპა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
24-25 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი
სოლიდარობა KORDZ-ს, გამოხატვის თავისუფლება უზენაესია - მუსიკოსთა პროფკავშირი
OpenAI-ის ხელოვნურმა ინტელექტმა პირველად შეუტია სამთავრობო ვებსაიტს
პუტინის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებებისთვის თითქმის ერთი წლის შემდეგ პირველად აშშ-ში ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics