17:26 - 24 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-24 16:38:37, 263 ნახვა

საზოგადოება
სოლიდარობა KORDZ-ს, გამოხატვის თავისუფლება უზენაესია - მუსიკოსთა პროფკავშირი

საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირი გორში, ფესტივალ კამარას გადადებას გამოეხმაურა, რომლის ფარგლებში Kordz-ის კონცერტი უნდა გამართულიყო. ისინი მუსიკოსს სოლიდარობას უცხადებენ და წერენ, რომ გამოხატვის თავისუფლება ფუნდამენტური უფლებაა.

"ხელოვანის გამოხატვის თავისუფლება არ არის პოლიტიკური პრივილეგია, ეს ფუნდამენტური უფლებაა!

ვეხმაურებით შალვა პაპუაშვილის მხრიდან მუსიკოს Kordz-ის (ალექსანდრე კორძაია) მისამართით გაჟღერებულ უხეშ ბრალდებებსა და თავდასხმას, რასაც გორში დაგეგმილი კონცერტის გაუქმება მოჰყვა. ჩვენთვის, როგორც პროფესიული გაერთიანებისთვის, განსხვავებული მსოფლმხედველობისა და პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანების თანაარსებობა ფუნდამენტური პრინციპია. ჩვენს რიგებში ნებისმიერი მუსიკოსი თავს დაცულად უნდა გრძნობდეს. თუმცა, როცა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები პირდაპირ იერიშს ახორციელებენ ხელოვანზე მისი მოქალაქეობრივი პოზიციის გამო, ეს დებატებს სცილდება და ცენზურის ინსტრუმენტად იქცევა.

​Kordz ქართული მუსიკალური სცენის გამორჩეული წარმომადგენელია, რომლის შემოქმედებაც ცდება ადგილობრივ მასშტაბებს. სამწუხარო და დამანგრეველი იქნება, თუ პოლიტიკური ზეწოლის გამო ასეთ მუსიკოსებს ჩაუხშობენ სურვილს, საკუთარ სამშობლოში დაგვასაჩუქრონ თავიანთი შემოქმედებით. ​გამოხატვის თავისუფლება უზენაესია! ხელოვანს აქვს სრული უფლება, ჰქონდეს მოქალაქეობრივი პოზიცია. ​არა პოლიტიკურ დევნას! დაუშვებელია სახელისუფლებო რესურსისა და რიტორიკის გამოყენება მუსიკოსების შესავიწროებლად თუ კონცერტების ჩასაშლელად.

​სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ Kordz-სა და ყველა იმ მუსიკოსს, ვინც საკუთარი პოზიციის გამო წნეხის ქვეშ ექცევა. ხელოვნება ვერ იარსებებს ცენზურისა და შიშის გარემოში". - წერს კავშირი.

ცნობისთვის, 26 სექტემბერს, გორში დაგეგმილი იყო ფესტივალი კამარა, რომლის გადადების შესახებაც სოციალურ ქსელში ფესტივალის ორგანიზატორმა დანიის კულტურის ინსტიტუტმა დაწერა და გადწყვეტილების მიზეზად უსაფრთხოების მიზნები დაასახელა.

ფესტივალი მუსიკოს KORDZ-ს უნდა დაეხურა.

"მიზეზი მარტივია: ადგილობრივი ხელისუფლების, ქართული ოცნების წევრებისა და პროპაგანდისტული მედიების შეტევისა და მუქარის გამო, ადგილზე უსაფრთხოების არანაირი გარანტია არ არსებობს. საწყენია, რომ ამ პოლიტიკური შეტევის გამო, პირველ რიგში, ადგილობრივი ახალგაზრდები ზარალდებიან. ვწუხვარ, რომ ასეთ რეალობაში ვცხოვრობთ. და დიდი მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის!" - დაწერა მუსიკოსმა ფესტივალის გადადების შემდეგ.





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვმა, სოხუმმა და ცხინვალმა თბილისიდან „ძალის გამოუყენებლობის გარანტიები“ მოითხოვეს
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ სააკაშვილის მხარდასაჭერად აქცია დააანონსა
გენერალურ პროკურორსა და კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას, გაიოზ ჩარკვიანს შორის შეხვედრა შედგა
24-25 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics