|
2017-06-23 15:25:40, 2663 ნახვა
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლო ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
თბილისის საქალაქო სასამართლო ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლომ ბრალდებულების ირმა ყ.-სა და ბექა შ.-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა "თბილისის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე, ბრალდებულების ირმა ყ.-სა და ბექა შ.-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. ლუბა ყ.-ს მკვლელობისათვის ირმა ყ.-ს 20 წლით, ხოლო ბექა შ.-ს უვადო თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. წარდგენილი ბრალის თანახმად, ირმა ყ.-ს ბრალად ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის განზრახ მკვლელობა ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით. ხოლო ბექა შ.-ს განზრახ მკვლელობა ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით, მსხვერპლის სხეულის ორგანოს სხვაგვარად გამოყენების მიზნით. სასამართლომ, დახურულ სხდომაზე მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით მიიჩნია, რომ ბექა შ.-ს მიმართ არ დადასტურდა მსხვერპლის სხეულის ორგანოს სხვაგვარად გამოყენების მიზნით წარდგენილი ბრალდება, ამდენად ბრალდების ამ ნაწილში ბრალდებული უდანაშაულოდ იქნა ცნობილი. ბრალდებულმა ირმა ყ.-მ, არსებითი განხილვის ეტაპზე სრულად აღიარა ჩადენილი დანაშაული და მტკიცებულებები უდავოდ გახადა, ხოლო ბექა შ.-მ ნაწილობრივ აღიარა ბრალად შერაცხული ქმედება. სასამართლოს აღნიშნული განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში", - აღნიშნულია განცხადებაში.
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
სალომე ზურაბიშვილი - დღეს არის დღე სამარცხვინო საქართველოსთვის
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)