19:37 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-23 15:13:12, 2170 ნახვა

პოლიტიკა
დავით სერგეენკო აშშ-ის სენატორ რიჩარდ ლუგარს შეხვდა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ამერიკის შეერთებული შტატების სენატორ რიჩარდ ლუგარს შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში აშშ–საქართველოს პარტნიორული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.  მინისტრმა ყურადღება მიაპყრო თბილისში მოქმედი ლუგარის ცენტრის მნიშვნელობას. „საქართველო არის ლიდერი აღმოსავლეთ ევროპაში, საფრთხეების დეტექციის კომპონენტში. ლაბორატორია გვაძლევს დიდ უპირატესობას დაზუსტებულად ვიცოდეთ საფრთხეების წარმომავლობის შესახებ“.

ვაშინგტონში ვიზიტამდე, ჯანდაცვის მინისტრი ატლანტაში სიტყვით გამოვიდა დაავადებების ერადიკაციის საერთაშორისო მიზნობრივი ჯგუფის 26-ე შეხვედრაზე. დავით სერგეენკომ საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის მიმართულებით განხორციელებულ პროგრესზე ისაუბრა.

ვიზიტის ფარგლებში ჯანდაცვის მინისტრმა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები (CDC) მოინახულა. ასევე ორმხრივი შეხვედრა გაიმართა ცენტრის დირექტორთან - ანა შუჩატთან და ცენტრის სხვა ხელნძღვანელ პირებთან. საუბრის მთავარი თემა საქართველოში C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით დაგეგმილი და უკვე განხორციელებული ღონისძიებები იყო.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წინანდლის მამულში რიგით მეოთხე ღვინის სიმპოზიუმი გაიმართა
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
AI სტიპენდია გოგოებისთვის - გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და ისწავლე ხელოვნური ინტელექტი 10 პროფესიულ აკადემიაში სრული დაფინანსებით
ყველა კითხვას გავცემ პასუხს, თუ ასეთი იქნება, ჯერჯერობით არ მოუმართავთ - თურნავა ყეინიშვილის საქმეზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics