|
2017-06-23 10:29:57, 2282 ნახვა
ეკონომიკა
„ლიბერთი ბანკი“ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდამჭერებს შეუერთდა
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდამჭერთა რიცხვი იზრდება. კამპანიას „ლიბერთი ბანკი“ შეუერთდა, რომელიც, მასწავლებლის კვირეულის ფარგლებში, ჯილდოს ფინალისტებს, მასწავლებელთა ეროვნული ცენტრის პროგრამებში გამოვლენილ წლის მასწავლებლებსა და ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულებს დაასაჩუქრებს. „ლიბერთი ბანკი“, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, უკვე მესამე წელია, რაც აქტიურად არის ჩართული მასწავლებლის მსოფლიო დღისთვის დაგეგმილ ღონისძიებებში. მასწავლებლის ეროვნული ჯილდო, მიმდინარე წელს, კოალიციის „განათლება ყველასათვის - საქართველო" და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში პირველად ხორციელდება და მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის - „The Global Teacher Prize" - ნაწილია. პროექტი მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის მათ წარდგენას და ამ გზით პროფესიის პრესტიჟის ზრდას. კამპანია 31 მაისიდან დაიწყო და 5 ოქტომბრამდე გასტანს. მასწავლებლებისთვის უკვე გამოცხადებულია რამდენიმე ეტაპიანი კონკურსი, რომლის ფარგლებში, 2017 წლის 20 სექტემბერს ცნობილი გახდება 5 ფინალისტის ვინაობა, რომელთაგან ერთ-ერთი, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს" პირველი მფლობელი გახდება, გარდა ამისა, მას, ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორისგან - ინა გუდავაძე-პატარკაციშვილისგან 10 000 ლარი გადაეცემა. კამპანიის მხარდამჭერები არიან განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საზოგადოებრივი მაუწყებელი, ტელეკომპანია „იმედი" და ახლა უკვე ლიბერთი ბანკიც. კონკურსში მონაწილეობის მსურველ მასწავლებლებს შესაძლებლობა აქვთ დარეგისტრირდნენ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე www.tprize.ge და შეავსონ განაცხადი. განაცხადის შევსება შესაძლებელია 14 ივლისის ჩათვლით.
(R)
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)