16:46 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-22 16:31:59, 3003 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტმა კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

რიგგარეშე სესიის ფორმატში ორდღიანი განხილვების შემდეგ საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციურ კანონის პროექტს „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ერთხმად - 115 ხმით არცერთის წინააღმდეგ, დაუჭირა მხარი. 

ასევე, ერთხმად, 115 ხმით არცერთის წინააღმდეგ იქნა მიღებული საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“

„მადლობას გიხდით ერთსულოვნებისთვის და ნამდვილად ისტორიული დოკუმენტის მხარდაჭერისთვის“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ. 

კონსტიტუციურ კანონის პროექტებზე მეორე მოსმენით მსჯელობას პარლამენტი ხვალ, 12:00 საათზე, რიგგარეშე სხდომაზე გააგრძელებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს ჰქონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics