19:21 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-20 15:03:42, 2495 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
თალაკვაძე: მჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება არანაირი ფორმით არ იყო ჩართული აფგან მუხთარლის საქმეში

„მჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება არანაირი ფორმით არ იყო ჩართული აფგან მუხთარლის საქმეში“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს შს მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე მინისტრმა დეპუტატებს მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია.

"ასევე იყო მსჯელობა ყველა მიმდინარე საკითხზე, დეპუტატებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაესვათ შს მინისტრისთვის ის კითხვები, რომელზეც ინფორმაციის მიღება სურდათ. მინისტრმაც, რისი შესაძლებლობაც მას ჰქონდა კანონის ფარგლებში, მოგვაწოდა ინფორმაცია",- აღნიშნა თალაკვაძემ.

რაც შეეხება უშუალოდ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეს, არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ეს არის საქმე, რომელზეც საჯარო ინტერესი ძალიან მაღალია.

"ჩვენ, პარლამენტის წევრებს რა ინფორმაციაც გვქონდა, საზოგადოებას სრულად გავუზიარეთ. მე მჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება არანაირი ფორმით არ იყო ჩართული ამ საქმეში, თუმცა ველოდები გამოძიების შედეგებს და როდესაც დასრულდება, ყველა კითხვას გაეცემა პასუხები",- განაცხადა თალაკვაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წინანდლის მამულში რიგით მეოთხე ღვინის სიმპოზიუმი გაიმართა
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
AI სტიპენდია გოგოებისთვის - გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და ისწავლე ხელოვნური ინტელექტი 10 პროფესიულ აკადემიაში სრული დაფინანსებით
ყველა კითხვას გავცემ პასუხს, თუ ასეთი იქნება, ჯერჯერობით არ მოუმართავთ - თურნავა ყეინიშვილის საქმეზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics