|
2017-06-20 11:35:49, 2054 ნახვა
ეკონომიკა
გენადი არველაძემ ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრების შეხვედრა გახსნა
დღეს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამის ფარგლებში შეხვედრაგაიმართა, რომელსაც ორგანიზაციის წევრი ქვეყნების 90-ზე მეტი დელეგატი და საქართველოს სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიება აზიის განვითარების ბანკის ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრის მიზანი CAREC-ის ახალი გრძელვადიანი სტრატეგიის მოსამზადებელი პროცედურების განხილვა იყო. მთავრობის წარმომადგენლებმა, თავიანთი სფეროების შესაბამისად, გამოთქვეს მოსაზრებები და დასახეს სამომავლო აქტივობები სტრატეგიის ფარგლებში. ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ გახსნა. „დღეს საქართველო ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის მაღალი დონის შეხვედრას მასპინძლობს, რომელიც წელიწადში 2-ჯერ იმართება. CAREC-ს კოორდინატორი წელს ტაჯიკეთია, მაგრამ საქართველო, როგორც შეხვედრების პლატფორმა, ვმასპინძლობთ დღევანდელ შეხვედრას. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა სახის თანამშრომლობა ორგანიზაციის წევრ ქვეყნებთან სხადასხვა ეკონომიკური და ენერგეტიკული დერეფნების განვითარების მიმართულებით, ასევე ვთანამშრომლობთ ვაჭრობასა და საბაჟო სფეროებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია,რათა ქვეყნებს შორის განვითარდეს ვაჭრობა და ხელი შეეწყოს ერთმანეთის პროდუქციის განთავსებას აღნიშნულ ბაზრებზე“ - განაცხადა გენადი არველაძემ. შეხვედრის მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართა აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის დირექტორმა შონ სილვერმა. „დღეს ჩვენ ვსაუბრობთ CAREC-ზე, რომელიც ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობას გულისხმობს. ყველა ქვეყანა, მათ შორის ცენტრალური აზია, კავკასია და სამხრეთ აზიის რამდენიმე ქვეყანა ერთმანეთთან თანამშრომლობის გამტკიცებაზე მსჯელობენ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ენერგეტიკა და ვაჭრობა. დღეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხს განვიხილავთ, როგორიც ახალი სტრატეგიიის შემუშავებაა. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველო პროცესში აქტიურად ჩაერთვება, როგორც პროგრესული ქვეყნა და დაგვეხმარება, გავხდეთ ლიდერები რეგიონული თანამშრომლობის კუთხით. დარწმუნებული ვარ, ყველა მონაწილე ქვეყნის ჩართულობა, საქართველოსთან ერთად, CAREC-ს დამატებით სარგებელს მოუტანს“- აღნიშნა შონ სილვერმა. საქართველო CAREC-ს რეგიონული ორგანიზაციაში 2016 წლის ოქტომბერში შეუერთდა და მისი მე-11 წევრი გახდა. საქართველოს გარდა,ორგანიზაციაში შედიან აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი, ყირგიზეთი, მონღოლეთი, ავღანეთი, პაკისტანი და ჩინეთი. სხვდასხვა საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, CAREC ახორციელებს მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ და ეკონომიკურ პროექტებს, რაც მიზნად ისახავს რეგიონის ქვეყნებს შორის ვაჭრობის და ინვესტიციების განვითარებას, სატრანსპორტო დერეფნის პოტენციალის გაზრდას, ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე სამომავლო პროექტების დაგეგმვას და განხორციელებას. (NS)
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)