|
2017-06-19 16:04:18, 2016 ნახვა
პოლიტიკა
უგულავა კონსტიტუციურ მონარქიაზე: ქვეყანას ვერც მეფე უშველის და ვერც ამირსპასალარი, პრობლემა ივანიშვილია
„10-15 მილიონი დასჭირდება ამ წმინდა ოჯახის შენახვას, როდესაც ამდენი სოციალური დაუცველია რაღაც ქულების გამო ართმევენ 50 ლარიან დახმარებას, ასეთ პირობებში რა თქმა უნდა ასეთი მზარდი ხარჯის შემოღება არის ამორალური“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ კონსტიტუციურ მონარქიასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც უგულავამ აღნიშნა, საპარლამენტო უმრავლესობა აბსოლუტურად იმპულსურად მოქმედებს. „მონარქია მართველობის წარსული ფორმაა. იმ ქვეყნებში სადაც ეს არის დარჩენილი, ეს ქვეყნები სხვადასხვა ეტაპზე იყვნენ იმპერიები და მეფის სახელი მხოლოდ და მხოლოდ სიმბოლურია. საქართველოს დღეს აქვს ძალიან სერიოზული პრობლემა ეს არის არაფორმალური მმართველობა ანუ ადამიანი, რომელსაც არანაირი სტატუსი არ აქვს და მართავს ყველაფერს. დღევანდელი პრობლემიდან უნდა გამოვიდეთ ამას ვერც მეფე უშველის ვერც კონსტიტუციური მონარქი ვერც აბსოლუტური მონარქი ვერც ამირსპასალარი და ვერც სხვა დანარჩენი რაც არ უნდა დაარქვათ სახელი. პრობლემა არის ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა. ასეთ რამეს ვერ და არ უნდა აკეთებდეს მთავრობა, თუ ამაზე წავლენ და საზოგადოებას არაფერს არ ჰკითხავენ იმის გამო, რომ კობახიძეს და ივანიშვილს არ მოსწონთ დღევანდელი პრეზიდენტი და ჯირყვნიან ამ პრეზიდენტს ეხლა საერთოდ მეფით ჩანაცვლებაზე ლაპარაკობენ ეს უკვე აბსურდის თეატრიც აღარ არის. ამ უმრავლესობიდან ყველაფერია მოსალოდნელი. ეს უმრავლესობა აბსოლუტურად იმპულსურად მოქმედებს, როდესაც მიწის გაყიდვა აკრძალეს აბსოლუტურად არ უფიქრიათ გლეხებზე, როდესაც ოჯახის დარეგულირებაზე ლაპარაკობენ თითქოს აქამდე არ ვიცოდით რას ნიშნავდა ოჯახი, ეს ხალხი რაღაც გამოგონილ თემებს იგონებენ და შემდეგ ამ თემის კულტივაციას ახდენენ და მერე ამ თემას აჩეჩებენ ხალხს როგორ რაღაცის მიღწევას“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წინანდლის მამულში რიგით მეოთხე ღვინის სიმპოზიუმი გაიმართა
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
AI სტიპენდია გოგოებისთვის - გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და ისწავლე ხელოვნური ინტელექტი 10 პროფესიულ აკადემიაში სრული დაფინანსებით
ყველა კითხვას გავცემ პასუხს, თუ ასეთი იქნება, ჯერჯერობით არ მოუმართავთ - თურნავა ყეინიშვილის საქმეზე
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)