|
2017-06-15 14:26:58, 2993 ნახვა
მსოფლიო
ევროპარლამენტმა აფგან მუხთარლის საქმეზე რეზოლუცია მიიღო
ევროპარლამენტმა აფგან მუხთარლის საქმეზე მომზადებული რეზოლუცია მიიღო, - შესაბამისი გადაწყვეტილება ევროპარლამენტმა დაბატების დასრულების შემდეგ მიიღო. ევროპარლამენტი ჟურნალისტის ბაქოში დაკავებას და შესაძლო გასამართლებას ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევად მიიჩნევს. რეზოლუციის პროექტში "მუხთარლის საქმე და აზერბაიჯანში მედიის მდგომარეობა" ნათქვამია, რომ საქართველო, როგორც ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის წევრი ქვეყანა, პასუხისმგებელი და ვალდებულია, მის ტეროტორიაზე მცხოვრები აზერბაიჯანის მოქალაქეებისთვის შექმნას გარანტია იმისა, რომ არ მოხდეს მათი აზერბაიჯანში იძულებით დაბრუნება. გარდა ამისა, რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ გაზრდილია რიცხვი შემთხვევების, როდესაც საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს ქვეყანაში ცხოვრებისთვის აუცილებელი საბუთის ვადის გაგრძელებაზე უარს ეუბნებიან. "შევახსენებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ის პასუხისმგებელია, დაიცვას საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები მესამე ქვეყნის მოქალაქეები, ასევე პირები, რომლებიც პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვენ და, რომლებსაც საკუთარ ქვეყანაში პოლიტიკური ან სხვა საქმიანობის გამო გასამართლება ელოდებათ", - ნათქვამია პროექტში. აღსანიშნავია, რომ რეზოლუციის პროექტში მოყვანილია ის გავრცელებული ინფორმაცია, თუ როგორ მოხდა ჟურნალისტის გატაცება. ამასთან, მოყვანილია საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადება, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტი მომხდარს საქართველოს სახელმწიფოსა და სუვერენიტეტის წინაშე არსებულ დიდ გამოწვევად აფასებს.
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი გორში ფესტივალის გაუქმების დაგმობის გამო, ევროკავშირს თავს ლუქსემბურგიდან ესხმის
პაპუაშვილი – ე.წ. უწყვეტი პროტესტი მიმართულია იქითკენ, თავის თავს რაღაცნაირად დააჯერონ, რომ არსებობენ
ევროკავშირი სინანულს გამოთქვამს უსაფრთხოების მიზეზით გორში ფესტივალ კამარას გადადების გამო
არაგვზე ხიდის მშენებლობის გამო, სად შეიზღუდება წყალმომარაგება 36 საათით - GWP-ს განცხადება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)