15:44 - 24 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-24 14:45:58, 259 ნახვა

პოლიტიკა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი გორში ფესტივალის გაუქმების დაგმობის გამო, ევროკავშირს თავს ლუქსემბურგიდან ესხმის

ესეც აჩვენებს, სად დგას ევროკავშირის წარმომადგენლობა თავისი ღირებულებებით, რომელიც მილიონ 200 ათას ადამიანს პასუხის ღირსად არ თვლის და „კორძის“ ინსტრაგრამ პოსტს იქვე გამოეხმაურა ლამის ბოდიშებით, რომ შეხვედრა გაუქმდა“. - თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა პაპუაშვილმა ტიტუშკების მისევის მუქარის გამო გაუქმებულ გორში გასამართ ფესტივალზე.

აღსანიშნავია რომ პაპუაშვილმა ევროკავშირი ევროპის შუაგულიდან ლუქსემბურგიდან დაგმო.

„როგორც იქნა, ევროკავშირის ელჩმა გააცნობიერა, რომ ზიზღისა და ძალადობის მხარდაჭერა მიუღებელია საქართველოში; შეიძლება, მისთვის მისაღებია, მაგრამ ჩვენთვის მიუღებელია და საქართველოში ისე უნდა მოიქცეს, როგორც ქართულ კულტურას და ქართულ საზოგადოებას ეკადრება – ამის იმედი მქონდა, თუმცა ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ვერაფერს ვერ მიმხვდარა. ამდენი წელია, საქართველოშია და წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს საქართველო და ქართული საზოგადოება. ეს არის დაცინვა. პაველ ჰერჩინსკი გვეუბნება, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის დედის გინება ქართული კულტურული მემკვიდრეობაა. გვეუბნება, რომ მონის წოდება ან ფაშიზმი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობაა. პაველ ჰერჩინსკის თუ ქართველები ფაშისტები ვგონივართ და ქართველებისთვის საჯაროდ დედის გინება მოსულა, მაშინ ამ ადამიანს მართლა ვერაფერი გაუგია. თუ მისი სტანდარტია, რომ გამოხატვის სტანდარტია დედის გინება, ამას მხედველობაში მივიღებთ, რომ დედის გინება ევროპული სტანდარტი ყოფილა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც ცნობილია, ფესტივალზე „კამარა“ მიწვეული იყო მუსიკოსი „კორძი“. მმართველ გუნდში აცხადებდნენ, რომ მუსიკოსმა თავის დროზე „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს შეურაცხყოფა მიაყენა“.

დღეს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა განცხადება და სინანული გამოთქვა ფესტივალ „კამარას“ გადადების გამო.

 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებებისთვის თითქმის ერთი წლის შემდეგ პირველად აშშ-ში ჩავიდა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი გორში ფესტივალის გაუქმების დაგმობის გამო, ევროკავშირს თავს ლუქსემბურგიდან ესხმის
პაპუაშვილი – ე.წ. უწყვეტი პროტესტი მიმართულია იქითკენ, თავის თავს რაღაცნაირად დააჯერონ, რომ არსებობენ
ევროკავშირი სინანულს გამოთქვამს უსაფრთხოების მიზეზით გორში ფესტივალ კამარას გადადების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics