|
2017-06-14 15:18:53, 782 ნახვა
რეგიონი
ყაზახეთიდან ბათუმის მიმართულებით კვირაში 25 ავიარეისი განხორციელდება
"ASTANA EXPO-2017"-ის ფარგლებში ქართული დელეგაცია საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ყაზახეთის პრემიერმინისტრ ბაკიტჟან საგინტაევს შეხვდა. აჭარის ა/რ მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრეს. აღინიშნა ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების ტემპები, რომლის მიხედვითაც ორმხრივი ვაჭრობის მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით, პირველი ოთხი თვის განმავლობაში, საგრძნობლადაა გაზრდილი. შეხვედრისას ხაზი გაესვა იმას, რომ საქართველო აქტიურად მუშაობს აღნიშნულ სფეროში ჩვენი ქვეყნების პოტენციალის მაქსიმალურად გამოსაყენებლად. მხარეებმა აქტიურად განიხილეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკასა და ყაზახეთის მანგისტაუს ოლქს შორის თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული მემორანდუმი და მემორანდუმის ფარგლებში სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტები. აღინიშნა, რომ ტრადიციული აბრეშუმის გზა, რომელიც სწორედ ამ ქვეყნებსა და რეგიონებზე გადის, კვლავაც აქტიურად მუშაობს და არ კარგავს თავის აქტუალურობას. მხარეებმა ხაზი გაუსვეს იმას, რომ ბოლო პერიოდში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკით დაინტერესება ყაზახეთის მხრიდან საკმაოდ დიდი და მზარდია. აღსანიშნავია ისიც, რომ ინტერესის სფეროები ტურიზმით არ შემოიფარგლება. საუბარი ასევე შეეხო ბათუმის საზღვაო პორტის პოტენციალისა და ტრანზიტული ტვირთების მოცულობის ზრდას. აღინიშნა, რომ ტრანსკასპიური კონსორციუმის ფარგლებში საქართველოს, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის გარდა მოხდეს ისეთი ქვეყნების ჩართვა, როგორებიცაა თურქეთი და ჩინეთი და ამ მიმართულებით აქტიური ღონისძიებების გატარება დაიგეგმა. მხარეებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტსა და მანგისტაუს ოლქის საზღვაო ნავსადგურს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე, რათა ტრანზიტული ტვირთების გადაზიდვების პროცესი კიდევ უფრო გამარტივდეს. ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ ბაკიტჟან საგინტაევთან შეხვედრისას ასევე ისაუბრეს ტურიზმზე და მისი განვითარების პერსპექტივებზე. შეხვედრაზე გაჟღერდა, რომ ყაზახეთიდან ბათუმის მიმართულებით კვირაში 25 ავიარეისი განხორციელდება, აქედან 15 რეგულარული, რაც კიდევ უფრო გაზრდის ტურისტების რაოდენობას ჩვენს რეგიონში ყაზახეთიდან. გარდა ამისა, დაიგეგმა ბიზნეს ფორუმებისა და ფესტივალების გამართვაც. ყაზახეთის პრემიერ მინისტრ ბაკიტჟან საგინტაევთან შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პირველი ვიცეპრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს ელჩი ყაზახეთში ზურაბ აბაშიძე და საქართველოს პარლამენტის დეპუტატები.
(NS)
ისტორიაში პირველად, SpaceX-მა ორბიტიდან დაბრუნების შემდეგ Starship-ის კოსმოსური ხომალდი დაიჭირა
კრემლმა შესთავაზა შეერთებულ შტატებს ევროპის გავლენის სფეროებად დაყოფა, როგორც ეს ცივი ომის დროს იყო
მიტროპოლიტ იობის გინების გამო, შსს-მ ლაშა ნაცვლიშვილის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო
საბა ლაზიშვილმა ამერიკულ ორგანიზაცია RAF-ში სადებიუტო ბრძოლა მოიგო
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



