|
2017-06-14 13:30:24, 773 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე „ASTANA EXPO-2017“-ის ფარგლებში საქართველოს ეროვნული დღის აღნიშვნას დაესწრო
აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ასტანაში გამოფენის "ASTANA EXPO-2017" ფარგლებში საქართველოს პავილიონი დაათვალიერა. აჭარის ა/რ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, "ექსპო 2017"-ზე წარმოდგენილი იყო სიახლეები სხვადასხვა ქვეყანაში შემუშავებული განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის შესახებ. საქართველომ კი, დამთვალიერებელს ქვეყნის ენერგოპოტენციალის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. საქართველოს პავილიონის შესასვლელთან მოწყობილ სტენდზე განთავსებული იყო ინფორმაცია უნიკალური ქართული ანბანის შესახებ. 5დ სათვალის მეშვეობით ნებისმიერ მსურველს შეეძლო ვირტუალურად ემოგზაურა თანამედროვე საქართველოში, გაცნობოდა გასული საუკუნეების შენობების არქიტექტურას, ღვინის წარმოების უძველეს ტექნოლოგიას და ქართველი ოსტატების ეთნოგრაფიულ ნამუშევრებს, დაეწერა თავისი სახელი ქართულად. ერთ-ერთ სტენდზე გამოსახული იყო საქართველოს რუკა, სადაც აღწერილი იყო საქართველოს ქალაქების ღირსშესანიშნაობები. გამოფენის ფარგლებში ცნობილი ქართველი შემსრულებლების და სახელმწიფო ანსამბლის მონაწილეობით გაიმართა კონცერტი, რომელიც ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილეს მიეძღვნა. ღონისძიება 13 ივნისის თბილისში მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო. საიუბილეო კონცერტს საქართველოსა და ყაზახეთის პრეზიდენტები, მთავრობის წევრები, EXPO-ს სტუმრები და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დაესწრნენ.
(NS)
ისტორიაში პირველად, SpaceX-მა ორბიტიდან დაბრუნების შემდეგ Starship-ის კოსმოსური ხომალდი დაიჭირა
კრემლმა შესთავაზა შეერთებულ შტატებს ევროპის გავლენის სფეროებად დაყოფა, როგორც ეს ცივი ომის დროს იყო
მიტროპოლიტ იობის გინების გამო, შსს-მ ლაშა ნაცვლიშვილის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო
საბა ლაზიშვილმა ამერიკულ ორგანიზაცია RAF-ში სადებიუტო ბრძოლა მოიგო
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



