22:08 - 12 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-13 16:28:46, 2130 ნახვა

კომენტარი
სერგეენკო: ჩვენს მონიტორინგს პირველადი მოხმარების მედიკამენტებზე ფასების მატება არ დაუფიქსირებია

„ჩვენთვის უცნობია პირველადი მოხმარების წამლებზე ფასებმა თუ მოიმატა, ჩვენს მონოტორინგს ეს არ დაუფიქსირებია“,-ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მინისტრის თქმით, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფა დათქმულ ვადებში დაიწყება.

„ჩვენთვის უცნობია პირველადი მოხმარების წამლებზე თუ  მოიმატა ფასებმა, ჩვენს მონიტორინგს ეს არ  დაუფიქსირებია. თუმცა ამ თემასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ,  რომ პირველადი მოხმარების კერძოდ ამ შემთხვევაში ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტებზე უზრუნველყოფა დაიწყება დათქმულ ვადებში. პროცესების ფინალიზაცია მიდის და ივნისის ბოლოს, ივლისის პირველ რიცხვებში უკვე პირველი პაციენტები მიიღებენ”, - განაცხადა სერგეენკომ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე „აკონტროლებს თუ არა ჯანდაცვის სამინისტრო აფთიაქებში პირველადი მოხმარების წამლებზე ფასებს?“ მინისტრმა განაცხადა, რომ ფასებს ჯანდაცვის სამინისტრო და ზოგადად სახელმწიფო არ აკონტროლებს.

”ეს არის თავისუფალი ბაზრის პრინციპით მოქმედი 100%-ით კერძო ინდუსტრია”, - აღნიშნა სერგეენკომ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
სააკაშვილი: საქართველოდან ბენზინი არა აფხაზეთში, არამედ სამხრეთ რუსეთში მიეწოდება
WP: ტრამპი თეთრი სახლის რემონტზე თითქმის 1 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics