|
2017-06-13 15:14:45, 2229 ნახვა
სამართალი
პედოფილიაში ბრალდებული 1 დღეში გაათავისუფლეს - რა ხდება ოკუპირებული ახალგორის ბავშვთა სახლში
ოკუპირებულ ახალგორში, ბავშვთა სახლის 13 წლის აღსაზრდელის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით 60 წლის მამაკაცი დააკავეს. მოწმეთა ჩვენებების თანახმად, ძალადობა დიდი ხნის მანძილზე გრძელდებოდა და მამაკაცი ბავშვს მიტოვებულ შენობაში შეხვედრას აიძულებდა. აღნიშნულის შესახებ ე.წ. სამართალდამცველებს ბავშვთა სახლის დირექტორმა შეატყობინა, რომელმაც სწავლის პროცესის დროს, 13 წლის გოგონა ეჭვმიტანილის ავტომობილში შენიშნა. 60 წლის მამაკაცი პედოფილიის ბრალდებით დააკავეს, თუმცა მეორე დღესვე გაათავისუფლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა განმარტა, რომ მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა აღსაზრდელის დედასთან. ამ არგუმენტის საფუძველზე, მას ბრალდება მოეხსნა. ბავშვთა სახლის დირექტორმა კი, ახსნა-განმარტება სოციალურ ქსელში დაწერა. „მე, როგორც ბავშვთა სახლის დირექტორი სიტუაციას სრულად ვაკონტროლებ. გოგონას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მის წინააღმდეგ რაიმე სახის გარყვნილ ქმედებას ან გაუპატიურებას ადგილი არ ჰქონია. ეს დამტკიცებულია“, - წერს დირექტორი. ადგილობრივი მოსახლეობა ასევე აცხადებს, რომ ბავშვთა სახლის აღსაზრდელები არაერთხელ უნახავთ დაბის ქუჩებში, თანაც არაადექვატურ, ნასვამ მდგომარეობაში. ოკუპირებული ახალგორის ბავშვთა სახლი ადგილობრივი მედიას საშუალებების კრიტიკის თემაც არაერთხელ გამხდარა. ჟურნალისტების ინფორმაციით, იქ ჯანმრთელ ბავშებთან ერთად არიან განთავსებული ფსიქიკური და ფსიქონევროპათოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვები, რაც სხვა აღსაზრდელებს საფრთხეს უქმნის. მედია საშუალების ინფორმაციით კითხვებზე პასუხი დე-ფაქტო ძალოვანი და განათლების უწყებებისგანაც მოითხოვეს, თუმცა უშედეგოდ. საქმე დაიხურა, ისე რომ, ე.წ. ოფიციალური ინფორმაცია მომხდარზე არ გახმაურებულა. ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ერთადერთი ბავშვთა სახლი დაბა ახალგორში მოქმედებს. დაწესებულებაში 34 ბავშვია.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)