21:15 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-12 15:23:22, 2054 ნახვა

სამართალი
სასამართლო „ბირჟა მაფიას“ წევრ გიორგი ქებურიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე მსჯელობს

თბილისის სააპელაციო სასამართლო მუსიკალურ ჯგუფ „ბირჟა მაფიას“  ერთ-ერთი წევრის,  გიორგი ქებურიასთვის საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხზე მსჯელობს.

დაცვის მხარე  მისთვის არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას ითხოვს.

აღსანიშნავია, რომ საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეცვლას  ბრალდების მხარეც ეთანხმება.

რაც შეეხება მეორე დაკავებულის, მიხეილ მგალობლიშვილი სასამართლომ ცოტა ხნის წინ გაათავისუფლა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალა.

შეგახსენებთ, Birja Mafia-ს წევრებს გიორგი ქებურიასა და მიხეილ მგალობლიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მათ სამართალდამცავები დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება MDMA-ს შეძენა-შენახვას ედავებიან. რეპერები აცხადებენ, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს და რეალურად, მათზე შური კლიპის გამო იძიეს, სადაც პოლიციელი გააშარჟეს. დაცვის მხარემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება აპელაციის წესით გაასაჩივრა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
სალომე ზურაბიშვილი - დღეს არის დღე სამარცხვინო საქართველოსთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics