17:33 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-10 18:55:09, 1969 ნახვა

საზოგადოება
აფხაზეთის „ბიზნესინკუბატორში“ პოლიმერული ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა

ქუთაისში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სსიპ „ბიზნესინკუბატორში",   თანამედროვე  ტექნოლოგიებით აღჭურვილი, პოლიმერული ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა.  

,,ბიზნესინკუბატორში"  იმყოფებოდნენ  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია  , აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია, რომელთაც წარმოების პროცესი ,,ბიზნესინკუბატორის“ ხელმძღვანელმა – ალუ გამახარიამ გააცნო.

საწარმო შეუზღუდავად ჩაიბარებს თითქმის ყველა სახის პოლიმერულ ნარჩენს. მათი  გადამუშავებით იწარმოება  მაღალი ხარისხის  მილების რამოდენიმე სახეობა, რომლებიც შემდგომში  წყლისა და გაზგაყვანილობისათვის გამოიყენება.

პროექტის მიზანი იმერეთის რეგიონში მცირე ბიზნესის განვითარება, გარემოს დაცვა  და დევნილთა დასაქმების ხელშეწყობაა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
11-17 ნოემბერს საქართველოს ბანკი და LEAF-ი საერთაშორისო განათლების რეგიონულ ტურს 4 ქალაქში გამართავს
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
გვარამიასა და მოსამართლე ნადარაიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო
საკონსტიტუციომ მტკიცებულებების გამოკვლევაზე ოპოზიციის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics