17:33 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-10 13:51:50, 1885 ნახვა

საზოგადოება
დავით ნარმანიამ 145 წარმატებული მაგისტრანტი დააჯილდოვა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, „წარმატებული  სტუდენტების  წახალისების“ პროგრამის ფარგლებში, წარჩინებულ მაგისტრანტები დააჯილდოვა. 

მერიის ინფორმაციით, სტიპენდია 145 წარმატებულ სტუდენტს გადაეცა.

მაგისტრანტებს ჯილდოები  გადასცეს ასევე  თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ და საკრებულოს დეპუტატმა თამარ  ტალიაშვილმა.

პროგრამის მიზანია მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების წახალისება და განათლების ხელშეწყობა.

სტიპენდიის მოპოვება შეუძლია თბილისში რეგისტრირებულ სტუდენტს, რომელიც არის ავტორიზებული უმაღლესი სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრანტი და სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში მიღებული აქვს არანაკლებ 91-100 ქულისა (A კატეგორია -ფრიადი).

„დღეს ჩვენ ღირსეული და წარმატებული სტუდენტები დავაჯილდოვეთ იმ პროგრამის ფარგლებში, რომელსაც თბილისის მერია განათლების ხელშეწყობის კუთხით აფინანსებს. მნიშვნელოვანია, რომ წელს წარჩინებული მაგისტრანტების რაოდენობა გაიზარდა, რაც ძალიან გვახარებს , რადგან  ეს არის ჩვენი სამომავლო  სწორი განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

2015-2016 წლებში სტიპენდია მოიპოვა 224-მა წარჩინებულმა მაგისტრანტმა. პროგრამა სემესტრულია და თითოეული სტიპენდიანტი 450 ლარს იღებს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
11-17 ნოემბერს საქართველოს ბანკი და LEAF-ი საერთაშორისო განათლების რეგიონულ ტურს 4 ქალაქში გამართავს
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
გვარამიასა და მოსამართლე ნადარაიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო
საკონსტიტუციომ მტკიცებულებების გამოკვლევაზე ოპოზიციის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics