|
2017-06-10 12:54:31, 8641 ნახვა
სამართალი
„ვიდეოში ჩანს, როგორ სცემს ავთანდილ ხურციძე პოლიციის ინფორმატორს“ - სასამართლო პროცესის დეტალები
ქართველ სპორტსმენ ავთანდილ ხურციძეს, რომელსაც ბრალად რუსულ კრიმინალურ დაჯგუფებასთან თანამშრომლობა ედება, სასამართლომ გირაოთი გათავისუფლებაზე უარი უთხრა, - ამის შესახებ Seattle Times იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ხურციძეს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. როგორც სტატიაშია ნათქვამი, სასამართლო პროცესზე ბრალდებამ განაცხადა, რომ აქვს ვიდეომასალა, სადაც ჩანს, თუ როგორ სცემს ავთანდილ ხურციძე მამაკაცს, რომელიც სამართალდამცავების ინფორმატორი იყო. ამასთან, როგორც ირკვევა, აღნიშნული მამაკაცი სპორტსმენზე ჩანაწერებს აგროვებდა. პროკურორ ენდრიუ ადამსის განცხადებით, კიდევ ერთ ვიდეომასალაში ხურციძე მამაკაცს მუშტს სახეში ურტყამს და პოკერიდან ფულის მოპარვაში ადანაშაულებს. ადამსის თქმით, ხურციძე რუსული კრიმინალური დაჯგუფების ლიდერის რაჟდენ შულაიას მაფიის „კუნთი” იყო ბრუკლინში. სასამართლომდე ერთი დღით ადრე დაცვის მხარე ხურციძის გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა, რაც მაგისტრანტმა მოსამართლემ დააკმაყოფილა. გირაოს ოდენობა 200 ათას დოლარს შეადგენდა. თუმცა, მოსამართლე კეტრინ ფორესტმა დაცვის მხარეს გირაოზე უარი უთხრა. მან განაცხადა, რომ ხურციძე საზოგადოებისთვის საშიშია და გისოსებს მიღმა უნდა დარჩეს. ხურციძის ადვოკატის გაი ოკსენჰენდლერის განცხაებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. რაც შეეხება პროკურორების ბრალდებას, რომ ხურციძე კრიმინალურ ავტორიტეტებთან ერთად შენიშნეს, ადვოკატი აცხადებს, რომ კრიმინალები მხოლოდ იმიტომ იყვნენ ხურციძის გარშემო, რომ ის ცნობილი მებრძოლია. "ჩემი კლიენტი, ცნობილი სპორტსმენია, ის ჩემპიონია, ბევრ ადამიანს სურს მის გარემოცვაში ყოფნა. ის მშვიდობის მოყვარული კაცია და მხოლოდ რინგზეა მებრძოლი", - აღნიშნა დაცვის მხარემ სასამართლო პროცესზე. ცნობისთვის, ავთანდილ ხურციძეს 8 ივლისს ბილი ჯო სანდერსთან ორთაბრძოლა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა შეხვედრა გაურკვეველი დროით გადაიდო მას შემდეგ, რაც ხურციძე დააკავეს.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)