|
2017-06-09 14:39:10, 1600 ნახვა
საზოგადოება
ფოტოპროექტის „ცხოვრება რევმატოიდული ართრიტით - როცა მარტივიც ურთულესია“ პრეზენტაცია
რევმატოიდული ართრიტით დაავადებულპაციენტთა კავშირის მორიგი აქცია „ახალ მზიურში“ 10 ივნისს, 13:00 საათზე, „ახალ მზიურში“, რევმატოიდული ართრიტით დაავადებულპაციენტთა კავშირის სახელით საინფორმაციო კამპანიის „ყველაფერი ჩვენს ხელშია“ ფარგლებში გაიმართება ფოტოპროექტის „ცხოვრებარევმატოიდული ართრიტით - როცამარტივიც ურთულესია“ პრეზენტაცია. ღონისძიების მიზანია, საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა და დაავადების შესახებ ცნობადობის ამაღლება, რათა მოხდეს დროული დიაგნოსტიკა და ადეკვატური თერაპიის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ფოტოებზე, რომლის ავტორია გოგა ჩანადირი, ასახულია რევმატოიდული ართრიტით დაავადებული პაციენტების ყოველდღიური ცხოვრება, ის მარტივი ყოველდღიური აქტივობები, რომლის განხორციელებაც მათ დაავადების გამო ძალიან უჭირთ და ხშირ შემთხვევაში ამისთვის დიდი ძალისხმევა სჭირდებათ. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია - ნებისმიერ მსურველს საშუალება აქვს ეწვიოს ფოტოგამოფენას. აღნიშნული პროექტით პაციენტების სურვილია საზოგადოებას მიაწვდინონ ხმა და დაანახონ ის რეალობა, რომელშიც მათ უწევთ ცხოვრება, მოწვეულ სტუმრებს დაავადების სიმძიმესა და შექმნილი პრობლემების შესახებ მიმართავენ „რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტთა კავშირის" თავმჯდომარე ინგამამუჩიშვილი, დამფუძნებლები მარინა საღარაძე და რუსუდან ედიბერიძე, მხარდამჭერებთან ერთად. კამპანიის საკომუნიკაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს კომპანია "ჯეპრა". პრეზენტაციას ასევე დაესწრებიან ჯანდაცვის უწყებების, მათ შორის, ჯანდაცვის სამინისტროს, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის, მერიის ჯანდაცვის სამსახურის, საკრებულოს ჯანდაცვის კომიტეტის წარმომადგენლები, მედიკოსები, პაციენტები და სხვა დაინტერესებული პირები. დასასრულს გამოქვეყნდება ონლაინ პეტიცია, მიმართული საქართველოს ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსადმი - საქართველოში რევმატოიდული ართრიტით დაავადებული პაციენტებისთვის ბიოლოგიურ პრეპარატებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობის თხოვნით. სპეციალურ ბანერზე კი პაციენტები დააფიქსირებენ საკუთარ პრობლემებსა და სურვილებს. რევმატოიდული ართრიტი ქრონიკული, პროგრესირებადი, ქმედუუნარობის გამომწვევი აუტოიმუნური დაავადებაა, რომელიც იწვევს სახსრების შეშუპებას და დაზიანებას. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ამ დაავადებით დედამიწაზე ყოველი მეასე ადამიანი იტანჯება. ქალები მამაკაცებზე სამჯერ უფრო ხშირად ავადდებიან. რევმატოიდული ართრიტი შეიძლება დაიწყოს ნებისმიერ ასაკში, მაგრამ მეტად დამახასიათებელია მისი გამოვლენა 35-დან 50 წლის ასაკის პერიოდში.
რევმატოიდულმა ართრიტმა შეიძლება დააზიანოს ყველა სახსარი, მაგრამ უმეტესად ზიანდება ხელის, ფეხის და მაჯის სახსრები. სახსრების პროგრესირებად შეუქცევად დაზიანებას თან სდევს შრომის უნარის თანდათანობითი დაქვეითება და დამოუკიდებლობის დაკარგვა, პაციენტებს არ შეუძლიათ ისეთი მარტივი მოქმედებების შესრულება, როგორიცაა თმის დავარცხნა, კიბეზე ასვლა, საჭმლის მომზადება და ა.შ. განვითარებად ქვეყნებში პაციენტების ნახევარზე მეტი 10 წლის განმავლობაში კარგავს სამსახურს და საარსებო წყაროს. რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტებს შეიძლება აღენიშნებოდეთ ისეთისისტემური გართულებები, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა და ფილტვის დაავადებები, ოსტეოპოროზი, ანემია და ა.შ. რევმატოიდული ართრიტით დაავადებული პაციენტების სიცოცხლის ხანგრძლივობა შესაძლებელია 5-10 წლით იყოს შემცირებული. დაავადების დროული დიაგნოსტიკა და ადრე დაწყებული მკურნალობა აფერხებს დაავადების პროგრესირებას და სახსრების შეუქცევად დაზიანებას. მაგრამ სამწუხაროდ დიაგნოსტირებული პაციენტების უმეტესობა საქართველოში ვერ იღებს ადეკვატურ მკურნალობას, მედიკამენტებზე ფინანსური ხელმისაწვდომობის არარსებობის გამო. რევმატოიდული ართრიტით დაავადებული პაციენტების კავშირი დაარსდა 2016 წლის 20 მაისს. კავშირის დაფუძნებით, საქართველო შეუერთდა აუტოიმუნური ართრიტის მსოფლიო დღეს, რომელიც მთელ მსოფლიოში 2012 წლიდან აღინიშნება. კავშირის ძირითადი მიზანია, საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა დაავადებასთან მიმართებაში; სტანდარტული თერაპიისადმი რეზისტენტული პაციენტების (განსაკუთრებით მძიმე ფორმების) ადეკვატური მკურნალობის უზრუნველყოფისთვის ზრუნვა; პერმანენტული ურთიერთობა საქართველოს რევმატოლოგთა ასოციაციასთან, ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან და სხვა ტიპის სამედიცინო ორგანიზაციებთან დაავადების გარშემო არსებული სიახლეების, მეთოდების, ახალი მედიკამენტების გაზიარების თვალსაზრისით.
(NS)
გვარამიასა და მოსამართლე ნადარაიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო
საკონსტიტუციომ მტკიცებულებების გამოკვლევაზე ოპოზიციის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა
საქართველოში, სომხეთსა და სერბეთში ივლისიდან სექტემბრამდე 1.13 მილიონი რუსი ჩავიდა – Verstka
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)