|
2017-06-08 18:27:20, 1798 ნახვა
საზოგადოება
მთავრობამ სურსათის უვნებლობის შესახებ კანონპროექტი განიხილა
საქართველოს მთავრობამ „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი განიხილა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე მთავრობის წევრებმა განიხილეს „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი და მისგან გამომდინარე ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი. საკანონმდებლო ცვლილების მიზანია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, მომხმარებელთა ინტერესების, ცხოველთა ჯანმრთელობის და მცენარეთა სიჯანსაღის დაცვის, ასევე სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო რეგულირების ერთიანი პრინციპების სრულყოფადა სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება. ასევე, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA) შეთანხმებიდან გამომდინარე ევროკავშირის კანონმდებლობასთან მიახლოება. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში პრიორიტეტულია სურსათის უვნებლობისა და უსაფრთხოების, ასევე მომხმარებელთა ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა. ევროკავშირთან გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA)გაფორმების შემდეგ, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული კონტროლის მექანიზმების დახვეწასა და განხორციელებას, რაც დარგის განვითარებისთვის და ზოგადად, აგრობიზნესის წარმოებისთვის მნიშვნელოვანია. კანონპროექტის მიხედვით, დაკორექტირდა ინსპექტირებისა და მონიტორინგის პროცედურები; განისაზღვრა პირის პასუხისმგებლობა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში არსებული მოთხოვნების დარღვევისათვის; ჩამოყალიბდა პრინციპი, რომლის მიხედვით, თუ პირმა ჩაიდინა რამდენიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, სახდელი დაედება იმ სანქციის ფარგლებში, რომლისთვისაც გათვალისწინებულია უფრო მაღალი ოდენობის ჯარიმა; გამკაცრდება სანქციები ბიზნესოპერატორის მიერ განმეორებით ჩადენილი სამართალდარღვევის და სურსათის ეროვნული სააგენტოს მითითებების შეუსრულებლობისთვის; განისაზღვრა პასუხისმგებლობა ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის წესის დარღვევისთვის; შემოდის ელექტრონულ საჯარიმო ქვითარი; კოდექსში დაიხვეწა არსებული და დაემატა ახალი ტერმინები; ცვლილებები შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც, რომლის მიხედვით მკაცრდება სანქციები პესტიციდებისა და აგროქიმიკატების წარმოების, დაფასოების, მარკირების, შეფუთვის, შენახვის, ტრანსპორტირების, რეალიზაციისა და გამოყენების წესის დარღვევისათვის. (NS)
საკონსტიტუციომ მტკიცებულებების გამოკვლევაზე ოპოზიციის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა
საქართველოში, სომხეთსა და სერბეთში ივლისიდან სექტემბრამდე 1.13 მილიონი რუსი ჩავიდა – Verstka
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
აბუ-დაბიში დაიწყო აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)