|
2017-06-08 17:36:05, 1754 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრში ვაზის ჯიშების სელექციური სამუშაოები დაიწყო
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას საცდელ-სადემონასტრაციო ბაზას სამუშაო ვიზიტით ვაზის სელექციონერი, ვალენტინ ბლატნერი ეწვია. შვეიცარიელი სელექციონერი ქართველ მეცნიერებთან ერთად, საქართველოში ახალი სელექციური პროგრამის განხორციელებას იწყებს, რომლის ფარგლებშიც სოკოვანი დაავადებების მიმართ რეზისტენტული ჯიშების და ტრადიციული ქართული ჯიშების ჰიბრიდიზაცია მოხდება. სოლარისისა და ბრონერის ჯიშებით სხვადასხვა კომბინაციის გამოყენებით ქისის, მესხური ხარისთვალას, ქიშურისა და რქაწითელის ხელოვნური დამტვერვა, უკვე მოხდა. ვალენტინ ბლატნერის განცხადებით, პროგრამის მთავარი მიზანი, დაავადებებისადმი გამძლე ჯიშის გამოვლენაა, რომელსაც წელიწადში შეწამვლა მხოლოდ 2-3-ჯერ დასჭირდება. ვალენტინ ბლატნერის საქართველოში ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ქართული და ევროპული ვაზის ჯიშების შედარებაა. როგორც შვეიცარიელი სელექციონერი აღნიშნავს, შესაძლოა ევროპული ვაზის ფესვები სწორედ კავკასიის რეგიონიდან მოდიოდეს. აღსანიშნავია, რომ ვალენტინ ბლატნერს სელექციური მუშაობის წარმატებული პრაქტიკა აქვს. მის მიერ გამოყვანილი სოკოვანი დაავადებების მიმართ მდგრადი ვაზის ჯიშები - კაბერნე ბლანი, პინოტინი, კაბერნე ჟურა, ბირსტალური მუსკატი ინდუსტრიული წარმოებისათვის მრავალ ევროპულ ქვეყანაშია ნებადართული. ბლატნერის მიერ დაფუძნებული ეკოლოგიისა და მევენახეობის ინსტიტუტი ევროპის არაერთ ცნობილ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებასთან თანამშრომლობს, მათ შორის შვეიცარიის ყველაზე მნიშვნელოვან შენგინს-ვედენსვილის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან. ვალენტინ ბლატნერის გამოყვანილი ჯიშები გაილვაილერჰოფის ინსტიტუტის Vitis international catalogue-შია შეტანილი. მსგავსი სელექციური სამუშაოები საქართველოში ბოლო 30 წელი არ ჩატარებულა, სელექციური სამუშაოები მევენახეობაში გარემოსთან და მავნებელ დაავადებებთან რეზისტენტული ჯიშების მისაღებად აუცილებელია. აღნიშნული ტიპის სამუშაოები მალე მეხილეობაში, სხვადასხვა ხეხილოვან კულტურაზეც დაიწყება. სელექციურ სამუშაოებში ცენტრის თანამშრომლებთან ერთად, ჩართული არიან აგარარული, ტექნიკური და კავკასიის საერთაშორისო უნივესიტეტების ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტები. (NS)
საკონსტიტუციომ მტკიცებულებების გამოკვლევაზე ოპოზიციის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა
საქართველოში, სომხეთსა და სერბეთში ივლისიდან სექტემბრამდე 1.13 მილიონი რუსი ჩავიდა – Verstka
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
აბუ-დაბიში დაიწყო აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)