|
2017-06-08 13:30:56, 1648 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროში თხილის დარგის განვითარებაზე იმსჯელეს
სოფლის მეურნეობის სამინისტროში თხილისა და სხვა კაკლოვანი კულტურების განვითარების მიზნით შექმნილი სათათბირო საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ხელმძღვანელობდა. უწყების ცნობით, შეხვედრაზე თხილის დარგის განვითარების და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს. როგორც შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღინიშნა, საექსპორტო პროდუქტებს შორის თხილს ერთ-ერთი ლიდერი პოზიცია უკავია. მისივე თქმით, შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამ პოზიციის შენარჩუნება და ქართული თხილის კონკურენტუნარიანობის ზრდისა და კარგი რეპუტაციის შენარჩუნების ხელშეწყობა. ,,სათათბირო საბჭო წარმოადგენს ფორმალურ პლათფორმას სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის კომუნიკაციისთვის. დიალოგის რეჟიმში ჩვენ განვიხილეთ და გადავწყვიტეთ არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ხარისხის კონტროლის ხელშეწყობის კუთხით შემუშავებულ ახალ რეგულაციებს, ლაბორატორიული მომსახურების საკითხებს, მარკეტინგულ და სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებს გულისხმობს. საქართველოსთვის თხილი არის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო კულტურა და მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტი, შესაბამისად, ამ კულტურის განვითარებას სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული მხარდაჭერა ექნება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ბოლო წლების განმავლობაში ქართული თხილი ყალიბდება როგორც ბრენდი და საკუთარ ადგილს იმკვიდრებს მსოფლიო ბაზარზე. ამის დასტურია ის, რომ მომავალში თხილის მსოფლიო კონგრესის ჩატარება საქართველოში იგეგმება. შეხვედრაზე საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ, ალექსანდრე მოწერელიამ ამ ეტაპზე დარგში არსებულ გამოწვევებზე ყურადღება გაამახვილა. მანვე აღნიშნა, რომ სახელმწიფო უწყებებსა და ბიზნესწრეებს შორის აქტიური და პირდაპირი კომუნიკაცია ამ გამოწვევების დაძლევის და ბიზნესის განვითარების საშუალებას იძლევა. ,,საქართველოში თხილის დარგის განვითარებას დიდი პოტენციალი აქვს. ამის დასტურია ისიც, რომ წელს, თხილის მსოფლიო კონგრესზე ქართული თხილის შესახებ პირველი პრეზენტაცია გაკეთდა. 2021 წელს კი, თხილის მსოფლიო კონგრესის გამართვა საქართველოში იგეგმება. გვჯერა, რომ ამ პერიოდისთვის რეგულაციებთან და კანონმდებლობასთან დაკავშირებული ყველა პრობლემა მოგვარდება და ქართული თხილი პრემიუმ სეგმენტში გადავა. ეს შემოსავლებს მნიშვნელოვნად გაზრდის და როგორც სახელმწიფოსთვის, ისე კერძო სექტორისთვის მომგებიანი იქნება“, - აღნიშნა თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ. ამასთან,მოწერელიამ ყურადღება თხილის წლევანდელ მოსავალზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ წელს კარგ მოსავალს ელოდებიან. ამასთან, მისივე განმარტებით, სრული მობილიზაციაა გამოცხადებული მავნებლის - აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისთვის, რაც მოსავლის დანაკარგებს მინიმუმამდე დაიყვანს. სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სათათბირო საბჭოს წევრები - სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები, სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირები და საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე ალექსანდრე მოწერელია ესწრებოდნენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო დღეისათვის დარგში არსებულ მდგომარეობას - მიღწეულ შედეგებსა და გამოწვევებს, წლევანდელი მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებლებს, თხილის ტექნიკურ რეგლამენტში განხორციელებულ ცვლილებებს, რაც 2018 წლიდან თხილის მწარმოებლებსა და ექსპორტიორებს წარმოებაში მიკვლევადობის და საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების პრინციპებზე დაფუძნებული სისტემის (HACCP) დანერგვას ავალდებულებს. ეს მნიშვნელოვნად გაზრდის ქართული თხილის მიმართ ნდობას საექსპორტო ბაზრებზე. (NS)
საკონსტიტუციომ მტკიცებულებების გამოკვლევაზე ოპოზიციის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა
საქართველოში, სომხეთსა და სერბეთში ივლისიდან სექტემბრამდე 1.13 მილიონი რუსი ჩავიდა – Verstka
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
აბუ-დაბიში დაიწყო აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)