|
2017-05-30 15:10:01, 2100 ნახვა
სამართალი
ადვოკატი: მივმართავთ ლტოლვილთა სამინისტროს, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსი მიენიჭოს
დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით მიმართავს. როგორც ემრე ჩაბუქის ადვოკატი სოსო ბარათაშვილი აცხადებს, საჭიროების შემთხვევაში, დაცვის მხარე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავს. "საკითხი ეხება სრულიად უდანაშაულო ადამიანის ექსტრადირებას თურქეთში. ქვეყანაში სადაც მას ელის წამება და არაადამიანური მოპყრობა. ბრალდება არის დაუსაბუთებელი. ის ეხება იმას, რომ ეს ადამიანი დემირელის სახელობის კოლეჯის ერთ-ერთი პარტნიორის წილის გასხვისებას აპირებდა, მინდობილობის საფუძველზე ამერიკის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებულ კომპანიაზე, რაც არ განხორციელებულა. ამასობაში, ამერიკულ კომპანიას არავინ ედავება ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობაში. ხოლო, მეორე საკითხი არის ის, რომ ბრალდების თანახმად დანაშაული მოხდა 2017 წლის თებერვალში. ბატონ მუსტაფა ემრე ჩაბუქს არ ედება ბრალი არანაირ გადატრიალებაში და მასში მონაწილეობაში. დანაშაული მათი თვალსაზრისითაც დაიწყო საქართველოში, გაგრძელდა და დასრულდა საქართველოში, ამასთან, კავშირი ჰქონდა აშშ-ში რეგისტრირებულ კომპანიასთან. როგორ არის ეს საკითხი თურქეთთან დაკავშირებული და რის საფუძველზე ითხოვენ თურქეთში მის ექსტრადირებას, ეს ჩვენთვის გაუგებარია. მივმართავთ ყველა სამართლებრივ საშუალებას, რომ არ მოხდეს ექსტრადირება, ვინაიდან საკითხი ეხება არა მხოლოდ კონკრეტულ უდანაშაულო ადამიანს, არამედ ჩვენი ქვეყნის, მოსახლეობის და ხელისუფლების ღირსებას. თუ ჩაბუქს წამებისთვის და არაადამიანური მოპყრობისთვის გავწირავთ, ეს იქნება სირცხვილი. მივმართავთ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, რომ ლტოლვილის სტატუსი მიენიჭოს ამ ადამიანს. რაც ნიშნავს იმას, რომ შეჩერდება ექსტრადირების პროცესი. საჭიროების შემთხვევაში, რასაკვირველია გავასაჩივრებთ გადაწყვეტილებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და მივმართავთ ყველა სათანადო ორგანოს, მათ შორის იუსტიციის მინისტრს და პროკურორს. საქმის კურსშია სახალხო დამცველიც. დაინტერესებულები არიან არასამთავრობო ორგანიზაციებიც. მთელი საზოგადოება უნდა იყოს აღნიშნულ საკითხში ჩართული", - განაცხადა ადვოკატმა. შეგახსენებთ, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი თბილისში 24 მაისს საკუთარ სახლში დააკავეს. როგორც მისი მეუღლე თუბა ჩაბუქი აცხადებს, ბიზნესმენის დაკავება თურქეთის მთავრობის მოთხოვნის საფუძველზე, დაუსაბუთებელი ბრალდებით მოხდა. ამასთან, დემირელის სკოლის თანამშრომლებმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადეს, რომ პირისპირ შეხვედრაზე თურქეთის პრემიერმა ბინალი ილდირიმმა გიორგი კვირიკაშვილისგან ყველა პირის ექსტრადიცია მოითხოვა, ვინც გიულენთან თანამშრომლობს. თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერ მუსტაფა ემრე ჩაბუქს 3-თვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა.
ვიტკოფმა სამმხრივი ტექნიკური დონის მოლაპარაკებები გამოაცხადა
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)