|
2017-05-30 12:13:07, 3043 ნახვა
სამართალი
ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო - სახაზინო ადვოკატები საქმეში დარჩნენ
ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო. მამა გიორგი მამალაძემ გამოთქვა სურვილი, სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატები საქმეში დარჩენილიყვნენ. აღნიშნულს დაეთანხმა დაცვის მხარე და მოსამართლის გადაწვეტილებით, სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატები საქმეში დარჩნენ. შესაბამისად, მათ დროს სჭირდებათ მოსამზადებლად. ამ გარემოების გათვალისწინებით, ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლო სხდომა 9 ივნისამდე გადაიდო. შეგახსენებთ, 19 მაისს, მას შემდეგ, რაც მოსამართლემ არსებითი სხდომების სრულად დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, მამა გიორგი მამალაძემ პროტესტის ნიშნად სასამართლო სხდომა დატოვა და იგივე ქმედებისკენ მოუწოდა მის ადვოკატებსაც. ადვოკატებმა მათი დაცვის ქვეშ მყოფის მოთხოვნის შესაბამისად, სხდომა დატოვეს. მოსამართლემ მიიჩნია, რომ მათ დაარღვიეს საპროცესო კოდექსი და სასამართლო სხდომებიდან ადვოკატები გააძევა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, გიორგი მამალაძეს სახაზინო ადვოკატები დაენიშნა, თუმცა მამალაძის ადვოკატებმა მათი გაძევების გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, ამ უკანასკნელმა კი, ისინი სასამართლო განხილვების სხდომებზე დააბრუნა. რაც შეეხება არსებითი განხილვის სხდომების დახურვის მოტივაციას, მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება პერსონალური მონაცემების, პირადი ცხოვრებისა და პროცესის მონაწილეთა უსაფრთხოების ხელყოფასთან დაკავშირებული გარემოებების გათვალისწინებით მიიღო.
ვიტკოფმა სამმხრივი ტექნიკური დონის მოლაპარაკებები გამოაცხადა
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)