|
2017-05-30 11:33:02, 1965 ნახვა
სამართალი
პროკურატურის მუშაკთა ქცევის მარეგულირებელი ეთიკის ახალი კოდექსი ძალაში შევიდა
პროკურატურის მუშაკთა ქცევის მარეგულირებელი ეთიკის ახალი კოდექსი კანონიერ ძალაში შევიდა. მთავარი პროკურატურის მიერ შემუშავებული ეთიკის ახალი კოდექსი საქართველოს მთავარმა პროკურორმა ,,პროკურატურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დასამტკიცებლად იუსტიციის მინისტრს წარუდგინა, რომელიც 2017 წლის 25 მაისს დამტკიცდა და გამოქვეყნდა. უწყების ცნობით, ეთიკის ახალი კოდექსი, საქართველოს მთავარი პროკურორის მიერ მთავარ პროკურატურაში შექმნილმა სპეციალურმა ჯგუფმა შეიმუშავა, სადაც დეტალურადაა გაწერილი ის ქმედებები, რომელიც დისციპლინურ გადაცდომად ითვლება. „გარდა ამისა, ეთიკის ახალი კოდექსი დისციპლინურ გადაცდომებს სიმძიმის ხარისხის მიხედვით ჰყოფს და აკონკრეტებს მოსალოდნელ სამართლებრივ შედეგებს ამა თუ იმ დისციპლინური დარღვევის შემთხვევაში, რაც თავის მხრივ გამჭვირვალეს ხდის დისციპლინური სამართალწარმოების პროცედურებს. ეთიკის ახალ კოდექსში შესული ცვლილებებით პროკურატურის მუშაკის ქმედებები კიდევ უფრო მეტად ექცევა ეთიკის ჩარჩოებში, რაც საზოგადოების მხრიდან საჯარო მოხელის მიმართ გამოცხადებული ნდობის როგორც განმტკიცებას, ასევე მის ამაღლებას შეუწყობს ხელს. ეთიკის ახალი კოდექსი მიზნად ისახავს პროკურატურის სისტემისა და ინდივიდუალური პროკურორის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდას, პროფესიული ეთიკის სტანდარტისა და თანამშრომელთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მექანიზმის დახვეწას. აღსანიშნავია, რომ პროკურატურის მუშაკთა ეთიკის ახალ კოდექსზე მუშაობის პროცესში მოხდა პროექტის გაცნობა პროკურატურის თანამშრომლებისთვის და კოდექსის შემუშავებისას მათი აზრი მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული. ეთიკის კოდექსის პროექტი მოწონებული იქნა როგორც საქართველოში მოქმედი არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ, ასევე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლობის და ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ექსპერტების მიერ. კოდექსის პროექტმა ასევე გაიარა ევროკავშირის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტში მონაწილე სპეციალისტთა ექსპერტიზა. თითოეულმა მათგანმა პოზიციის დაფიქსირების დროს მიუთითა, რომ მსგავსი შინაარსით ეთიკის ახალი კოდექსის მიღება და ამოქმედება საქართველოს პროკურატურის მხრიდან კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია დემოკრატიული პრინციპების, პროკურატურის თანამშრომელთა და მოქალაქეთა უფლებების დაცვის კუთხით. ეთიკის ახალი კოდექსის შინაარსის განჭვრეტადობის და ერთიანი პრაქტიკის შემუშავების მიზნით, საქართველოს მთავარი პროკურატურა პროკურატურის მუშაკთა ეთიკის ახალი კოდექსის კომენტარების შექმნას გეგმავს. ასევე მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს პროკურატურის მოქმედი შინაგანაწესის შეცვლისა და მისი თანამედროვე გამოწვევებთან შესაბამისობაში მოყვანის საკითხებზე. საქართველოს პროკურატურა მადლობას უხდის ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტს და ევროკავშირის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტის ექსპერტებს გაწეული მნიშვნელოვანი საექსპერტო მხარდაჭერისთვის“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ვიტკოფმა სამმხრივი ტექნიკური დონის მოლაპარაკებები გამოაცხადა
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)