|
2015-04-16 13:10:40, 688 ნახვა
სამართალი
გომელაური: მესაზღვრე, რომელმაც შეცდომა დაუშვა და არასრულწლოვანი გაატარა, დაისჯება
შინაგან საქმეთა მინსიტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მესაზღვრე, რომელმაც საზღვარზე შეცდომა დაუშვა და არასრულწლოვანი გაატარა, დაისჯება. როგორც გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქმეზე გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა ჩაატარა და მესაზღვრე სავარაუდოდ, ადმინისტრაციულ სასჯელს მიიღებს. "ვაღიარებ, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა, რომელმაც ბავშვი შეამოწმა, დაუშვა შეცდომა. ადამიანს შეეშალა, ჩვენ ამას ვაღიარებთ. გენინსპექციამ საკითხი მოიკვლია და ეს ადამიანი შესაბამისად დაისჯება. სამსახურიდან გათავისუფლდება, თუ სასტიკი საყვედური გამოეცხადება, ეს გენინსპექციის გადასაწყვეტია, თუმცა ვფიქრობ, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა დებულების შესაბამისად, ის ადმინისტრაციულ სასჯელს მიიღებს", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. რაც შეეხება უშუალოდ პანკისიდან სიარიაში ქართველების წასვლის საკითხს, ვახტანგ გომელაურის თქმით, ეს პრობლემა მრავალი წელია არსებობს და დღეს არ დაწყებულა. "თუ რომელიმე სრულწლოვანი, ან უფროსი ადამიანი წავიდა რაღაც თავის საქმეზე თურქეთის მიმართულებით, ძალიან რთულია დაუშალო სრუწლოვან ადამიანს, რომელიც თურქეთში მიდის, ან თუნდაც სხვა ქვეყანაში. იქიდან სად წავა ის, სირიაში მოხვდება, თუ სად მოხვდება, ძალიან რთულია განსაზღვრა.ჩვენ ვმუშაობთ, მრავალი წელია ეს პრობლემაა. ეს არ არის 1 დ 2 წლის პრობლემა პანკისის ხეობაში",-აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა. ვახტანგ გომელაურს ასევე კითხვა დაუსვეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ თბლისში ერთობლივად 10-მა ”კანონიერმა ქურდმა” დატოვა საპატიმრო. "პირველად მესმის ეგეთი რაღაც. 10 ქურდი გაამართლა სასამართლომ? არვიცი ეგ თემა, გადავამოწმებ, მაგრამ არ მგონია მართალი იყოს",-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)