|
2017-05-25 17:37:49, 2502 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: ინვესტორებმა საქართველოს და მის კორპორატიულ სექტორს ნდობა გამოუცხადეს
„საქართველოს ბანკის“ მიერ ლარში დენომინირებული ევროობლიგაციების გამოშვებას საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ისტორიული მოვლენა უწოდა. „საერთაშორისო ინვესტორებმა პირველად საქართველოს ისტორიაში გამოუცხადეს ნდობა როგორც საქართველოს კორპორატიულ სექტორს, ასევე ქვეყანას“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. „საქართველოს ბანკის“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, „საქართველოს ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი გილაური და ამავე ბანკის გენერალური დირექტორი კახა კიკნაველიძე დაესწრნენ. „საქართველოს ბანკმა“ 500 მლნ. ლარის მოცულობის ევრო ობლიგაციების გამოშვების შესახებ განაცხადა, რაც პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართულმა კომპანიამ საერთაშორისო ობლიგაციები ადგილობრივ ვალუტაში განათავსა. ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი 11%-სშეადგენს, ხოლო ვადა - 2020 წლის ივნისამდეა. საქართველოს ბანკის ლარით დენომინირებული ევროობლიგაციები ირლანდიის საფონდო ბირჟაზე განთავსდება. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ლარით დენომინირებული ევროობლიგაციების გამოშვება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ლარიზაციის მიმართულებით. მისი თქმით, აღნიშნული სტრატეგია ასევე ითვალისწინებს კაპიტალის ბაზრის განვითარებას, რომლის აუცილებელი კომპონენტია ბაზარზე ქართული კორპორატიული სექტორის ეროვნული ვალუტით დენომინირებული გრძელვადიანი ფასიანი ქაღალდების ხელმისაწვდომობა. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ეროვნული ვალუტის ევროობლიგაციების გამოშვება ასევე ხელს შეუწყობს ლარის შემდგომ პოპულარიზაციას საერთაშორისო ინვესტორებს შორის, რაც მნიშვნელოვანია მათი ადგილობრივ ბაზარზე შემოსვლის თვალსაზრისით. „რადგან უცხო ქვეყნის ინვესტორებმა გამოხატეს ნდობა პირველი ფასიანი ქაღალდის მიმართ, რომელიც საქართველოს კორპორატიული ბაზრის მხრიდან იყო განთავსებული, ეს ნიშნავს, რომ აუცილებლად მოხდება შემდგომი განთავსებები და საქართველოსა და მისი კორპორატიული სექტორის განვითარების კვალდაკვალ,ჩვენი ბაზრის მოცულობა გაიზრდება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. საქართველოს ბანკის ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების გარიგება 2017 წლის 1-ელ ივნისს დასრულდება. ობლიგაციები გამოიცემა და გაიყიდება გამოსაცემი ფასის 100%-ში. ობლიგაციების საკრედიტო რეიტინგებია: BB- (Fitch) და Ba3 (Moody's). აღნიშნული ტრანზაქციის ხელმძღვანელები J.P. Morgan-ი და Renaissance Capital-ი იყვნენ, თანახელმძღვანელი კი „გალტ ენდ თაგარტი“. ტრანზაქციის ხელმძღვანელებისა და კომპანიის იურიდულ მრჩევლები Dechert LLP-ი და Baker & McKenzie LLP-ი. (NS)
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
ექიმების განცხადება: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეიმუშაოს იშვიათი დაავადებების მართვის მკაფიო პოლიტიკა
კიევის სასამართლომ ფულის გათეთრების საქმეზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ანდრეი იერმაკი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)