|
2017-05-24 16:03:41, 2028 ნახვა
სამართალი
სააპელაციო სასამართლომ მამალაძის ადვოკატები სასამართლო განხილვებზე დააბრუნა
სააპელაციო სასამართლომ მამა გიორგი მამალაძის ადვოკატების საჩივარი დააკმაყოფილა და ისინი ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო განხილვებზე დააბრუნა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ მამალაძის ერთ-ერთმა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა. „აუცილებლად ჩვენი მონაწილეობით გაგრძელდება სხდომა. მეც ახლა შევიტყვე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება. ვბურნდებით ისევ და ვაგრძელებთ საქმეს“,-განუცხადა მიხეილ რამიშვილმა „ექსპრესნიუსს“. შეგახსენებთ, მამა გიორგი მამალაძემ 19 მაისს სასამართლო სხდომა პროტესტის ნიშნად მას შემდეგ დატოვა, რაც მოსამართლემ არსებითი განხილვის სხდომების სრულად დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. მამალაძის მოწოდების საფუძველზე პროცესი ადვოკატებმაც დატოვეს. მოსამართლემ მიიჩნია, რომ ბრალდებულმა და დაცვის მხარემ საპროცესო კანონმდებლობა დაარღვიეს, როდესაც პროტესტის ნიშნად სასამართლოს სხდომის დარბაზი დატოვეს. როგორც საქალაქო სასამართლოს განცხადებაში ვკითხულობთ, სასამართლომ მოუწოდა დაცვის მხარეს წესრიგის დაცვისაკენ, ვინაიდან, სასამართლოს მითითებას ადვოკატები არ დაემორჩილნენ, სასამართლოს უპატივცემულობისა და წესრიგის დარღვევისათვის სამივე ადვოკატი გაძევებულ იქნა სხდომის დარბაზიდან. აღნიშნულის თაობაზე, სასამართლომ გამოიტანა კერძო განჩინება, რომელიც გადაეგზავნა ადვოკატთა ეთიკის კომისიას. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდებულის უფლებებს, მომდევნო სხდომაზე სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატი დაიცავდა. თუმცა, ადვოკატებმა პროცესიდან მათი გაძევების გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. ამ უკანასკნელმა მიხეილ რამიშვილი და გიორგი ფანცულაია სასამართლო სხდომის განხილვებზე დააბრუნა, ხოლო მესამე ადვოკატთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ უცნობია. რაც შეეხება 30 მაისს ჩანიშნულ სასამართლო პროცესს, მიხეილ რამიშვილის თქმით, მხარეები თავდაპირველად სასამართლოს წინაშე შესავალი სიტყვით წარდგებიან, რის შემდეგაც მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყება. სასამართლომ წინასასამართლო სხდომაზე პროკურატურის ყველა ძირითადი მტკიცებულება დასაშვებად სცნო. ასევე დასაშვებად სცნო დაცვის მხარის ყველა მტკიცებულება ორის გარდა, რომელიც გადაცემებისგან საეთერო ჩანაწერებს ეხება.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)