|
2017-05-22 18:39:42, 2092 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა BSEC- ის საიუბილეო სამიტში მონაწილეობა მიიღო
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) დაარსების 25-ე იუბილესთან დაკავშირებით BSEC-ის წევრი სახელმწიფოების მეთაურთა სამიტი გაიმართა, რომელშიც საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ხელმძღვანელობით. ორგანიზაციის წევრი ქვეყნების დელეგაციების წინაშე გამოსვლისას, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა BSEC-ის როლს, როგორც ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით წამყვან რეგიონულ ორგანიზაციას. აღინიშნა, რომ ორგანიზაციის მხრიდან საჭიროა ახალი ინიციატივებისა და ერთობლივი პროექტების ხელშეწყობა, რათა საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების დაცვით, BSEC-ის წევრ ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ხარისხი გაიზარდოს. პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო აქტიურად მონაწილეობს რეგიონული მნიშვნელობის სატრანსპორტო-სატრანზიტო პროექტებში და მხარს უჭერს რეგიონულ და საერთაშორისო ინიციატივებს, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტი, მულტიმოდალური ბლოკ-მატარებელი „Silk Wind“, სატრანსპორტო დერეფნები „Lapis Lazuli“ და „სპარსეთის ყურე, ირანი - შავი ზღვა, ევროპული ქვეყნები“. ამასთან საქართველო, როგორც სტრატეგიული რეგიონული პარტნიორი, „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ გლობალური პროექტის ცენტრალური კორიდორის განვითარებას მხარს უჭერს. ასეთი კორიდორის მიზანია უზრუნველყოს ტვირთის ეფექტურად მოძრაობა შორეული აზიიდან, შავი ზღვის რეგიონის გავლით ჩრდილო-დასავლეთი ევროპის მიმართულებით და პირიქით სარკინიგზო გზის მეშვეობით. პირველმა ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა რეგიონში უსაფრთხოებისა და კონფლიქტების დარეგულირების მხრივ არსებულ პრობლემებზე, რომლებიც აფერხებენ BSEC-ის წევრ ქვეყნებს შორის ეფექტური ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებასა და ერთობლივი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შესაძლებლობას. სამიტის ფარგლებში მიღებულ იქნა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) დაარსების 25-ე საიუბილეო დეკლარაცია, რომლის ტექსტი შეთანხმდა 2017 წლის 21 მაისს გამართულ საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს (CMFA) სპეციალურ სხდომაზე. საქართველოს დელეგაციის მოთხოვნით, დეკლარაციაში კიდევ ერთხელ დაფიქსირდა BSEC-ის წევრი ქვეყნების მიერ გაეროს წესდებით, ჰელსინკის დასკვნითი აქტის და ახალი ევროპისათვის პარიზის ქარტიით გათვალისწინებული პრინციპებისა და წესების დაცვის მხარდაჭერა. ქართული მხარის წინადადებით, BSEC-ის სამიტის დეკლარაციაში პირველად იქნა დაფიქსირებული დებულებები შავ ზღვაში საერთაშორისო სამართლის პრინციპების გათვალისწინებით უსაფრთხო ნავიგაციის უზრუნველყოფისა და BSEC-ის წევრ სახელმწიფოებში ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულ პირთა (Internally Displaced Persons - IDP) უფლებების დაცვის აუცილებლობის თაობაზე. (NS)
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
ექიმების განცხადება: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეიმუშაოს იშვიათი დაავადებების მართვის მკაფიო პოლიტიკა
კიევის სასამართლომ ფულის გათეთრების საქმეზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ანდრეი იერმაკი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)