|
2017-05-18 13:43:19, 874 ნახვა
რეგიონი
ბათუმში შავი ზღვის ნავსადგურებისა და გადაზიდვების მე-6 საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა
ბათუმი შავი ზღვის ნავსადგურებისა და გადაზიდვების მე-6 საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. კონფერენცია დღეს სასტუმრო ,,შერატონ ბათუმში" გაიხსნა, სადაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საპატიო სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული. მთავრობის თავმჯდომარემ მონაწილეებს სიტყვით მიმართა. მისი თქმით, სასიხარულო ფაქტია, რომ რიგით მე-6 საერთაშორისო კონფერენციას საქართველო წელს პირველად მასპინძლობს და იგი სწორედ ბათუმში ტარდება, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს შავი ზღვის კავკასიის რეგიონში ბათუმის, როგორც საპორტო ქალაქის მნიშვნელობას. „რეგიონალური ბაზრის ზრდიდან გამომდინარე, ბათუმის ნავსადგურს, როგორც საკვანძო მნიშვნელობის პორტს, აქვს უდიდესი პოტენციალი იყოს ლოგისტიკური ცენტრი არა მარტო ქვეყნის, არამედ შავი ზღვის რეგიონის მასშტაბით. რეგიონში საზღვაო ტრანსპორტთან დაკავშირებული ღია დისკუსიების გამართვა და ერთმანეთში იდეების გაცვლა-გაზიარება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს შავი ზღვის ნავსადგურების განვითარებას, მათ შორის ბათუმის საზღვაო ნავსადგურის განვითარებას და ტრანსპორტირების გაზრდას." - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ სიტყვით გამოსვლისას. მთავრობის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა კონფერენციის ორგანიზატორებს და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ასეთი შინაარსის ღონისძიებების ჩვენს რეგიონში ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია აჭარის, როგორც საქმიანი ტურისტული ადგილის პოპულარიზაციისთვის: ,,მინდა აღვნიშნო, რომ გარდა შინაარსობრივი ნაწილისა, რომელსაც კონფერენცია ატარებს, ჩემთვის ასევე სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ბათუმი ბოლო წლებია იქცა საქმიანი ტურიზმის ნამდვილ ცენტრადაც, სადაც ინტენსიურად იმართება მაღალი დონის საერთაშორისო ღონისძიებები, კონფერენციები, ბიზნეს-ფორუმები და ფესტივალები". ღონისძიებაზე შეკრებილ დელეგატებს სიტყვით მიმართა ბათუმის საკონტეინერო ტერმინალის მმართველი კომპანიის, ICTSI ვიცე პრეზიდენტმა ჰანს-ოლე მადსენმა. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი კონფერენციის მნიშვნელობას, სადაც ინტენსიურად ხდება იდეების გაცვლა და ინოვაციური გზების ძიება. „შავი ზღვის ნავსადგურებისა და გადაზიდვების საერთაშორისო კონფერენცია არის სწორედ ის ადგილი, სადაც დაინტერესებულ მხარეებს შუძლიათ გაერთიანდნენ და გაცვალონ იდეები თუ როგორ შეიძლება გამოინახოს საუკეთესო გზები რათა ერთობლივად წარადგინონ რეგიონი მსოფლიოს წინაშე"- დასძინა მან. კონფერენციის მასპინძელ მხარეს წარმოადგენენ BICT-ს მმართველი დირექტორი ნიკოლოზ გოგოლი და BSP-ს გენერალური დირექტორი მურატ ჯუმადილაიევი. ორდღიან კონფერენციაში 300-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო დელეგატი ღებულობს მონაწილეობას. საკვანძო საკითხებსა და გამოწვევებზე გლობალური ტრანსპორტირებისა და ლოჯისტიკის სფეროს შესახებ 30 სპიკერმა ისაუბრა. კონფერენციის საგამოფენო ნაწილში 40-მდე კერძო კომპანია, ორგანიზაცია და სახელმწიფო სააგენტოა წარმოდგენილი. კონფერენცია ორ დღეს გაგრძელდება. კონფერენციის ორგანიზატორები არიან საერთაშორისო საკონტეინერო სატერმინალო სერვისების კორპორაციის (ICTSI) შვილობილი კომპანია ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი და ბათუმის საზღვაო ნავსადგური (BSP).
(NS)
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)