|
2017-05-18 12:06:49, 1929 ნახვა
ეკონომიკა
გენადი არველაძე: ჩინურ მხარესთან შევთანხმდით, რომ ვაჭრობა 1 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ჩინეთის ქალაქ ჰეფეიში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გენადი არველაძემ მონაწილეობა მიიღო საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილისა და ჩინეთის ვიცე-პრემიერის ვანგ იანგის შეხვედრაში. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერა ხელს შეუწყობს საქართველოსა და ჩინეთს შორის ვაჭრობის კიდევ უფრო ზრდას. მხარეები მაქსიმალურად შეეცდებიან, რათა ვაჭრობა საქართველოსა და ჩინეთს შორის საგრძნობლად გაიზარდოს და 1 მილიარდ დოლარს მიაღწიოს. ,,ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ხელს შეუწყობს საქართველოში ჩინური ინვესტიციების ზრდას და, ასევე, საქართველოდან ექსპორტის ზრდას ჩინეთის ბაზარზე, რაც მნიშვნელოვანია ქართული საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიკაციის მიმართულებით. ასევე, ორივე მხარე შევთანხმდით, რომ ვაჭრობა, ჩვენს ქვეყნებს შორის, გაიზრდება 1 მილიარდ დოლარამდე. ამ მიმართულებით თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია, - განაცხადა გენადი არველაძემ. საქართველოსა და ჩინეთს შორის შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელი მიმდინარე წლის 13 მაისს მოეწერა. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა ევრაზიის რეგიონში, რომელთანაც ჩინეთს მსგავსი შეთანხმება აქვს გაფორმებული. მოლაპარაკება ორივე მხარის ძალისხმევით რეკორდულად მოკლე დროში - 7 თვეში დასრულდა. ამჟამად დარჩენილია მხოლოდ სარატიფიკაციო პროცედურები, რომლის დასრულების შემდეგაც შეთანხმება ძალაში შევა. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ მაქსიმუმს გააკეთებენ, რათა შეთანხმების რატიფიკაცია მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდეს.
(NS)
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)