|
2017-05-17 13:19:10, 2116 ნახვა
ეკონომიკა
აჭარა ფრანქფურტში საქმიანი ტურიზმის მასშტაბურ ტურისტულ გამოფენაზეა წარმოდგენილი
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ფრანქფურტის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში „IMEX 2017“ მონაწილეობს. საქმიანი ტურიზმის მიმართულებით მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზე დეპარტამენტი საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთადაა წარმოდგენილი. გამოფენის ფარგლებში დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს ტურისტული კომპანიების, ტურიზმის სახელმწიფო სამსახურებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთობლივი პროექტების განხორციელებისა და თანამშრომლობის მიზნით. ფრანქფურტის ტურისტული გამოფენა „IMEX 2017“ მსოფლიოში საქმიანი ტურიზმის კუთხით უმნიშვნელოვანესი გამოფენაა, რომელშიც მონაწილეობას MICE ტურიზმით დაინტერესებული უმსხვილესი კომპანები და ორგანიზაციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ღებულობენ. ყოველწლიურად გამოფენას 3,500-ზე მეტი მონაწილე საერთაშორისო სასტუმრო ქსელებიდან, საკონვენციო ბიუროებიდან, ავიაკომპანიებიდან, ტურიზმის სახელმწიფო ორგანიზებიდან და კონკრეტული ტურისტული მიმართულებების სარეკლამო კომპანიებიდან სტუმრობს. „ჩვენ, პირველად ვღებულობთ გამოფენაში მონაწილეობას, რადგან აჭარა საქმიანი ტურიზმის კუთხით საქართველოში ნამდვილად გამორჩეული რეგიონია. ჩვენ მეორე დღეა ვმართავთ შეხვედრებს კომპანიებთან და სახელმწიფო სამსახურების წარმომადგენლებთან. ჩვენი მთავარი მიზანი გამოფენაზე წარმოდგენილი კომპანიების დაკავშირებაა უკვე ქართულ კომპანიებთან, რათა მათ ერთობლივად დაგეგმონ ფორუმები, შეხვედრები და მსგავსი ღონისძიებები, რაც რეგიონში საქმიანი ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს,“ აღნიშნა მიხეილ კოპლატაძემ, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის პიარისა და რეკლამის განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა გამოფენაზე ყოფნისას. მიმდინარე წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული შესაძლებლობები 15 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში წარადგინა. (NS)
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)