|
2017-05-16 16:30:46, 1972 ნახვა
სამართალი
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დელეგაცია საქართველოში საინფორმაციო კამპანიას იწყებს
იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძემ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დელეგაცია მიიღო. შეხვედრას, აგრეთვე, ესწრებოდა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი ბექა ძამაშვილი. ჰააგის პროკურატურისა და სარეგისტრაციო სამსახურის წარმომადგენლების ვიზიტის მიზანი საქართველოში საინფორმაციო კამპანიის წარმოებაა, რომლის ფარგლებშიც ისინი ქართულ საზოგადოებას მიაწვდიან ინფორმაციას ჰააგის სასამართლოსა და რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის დანაშაულების გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, განუმარტავენ პროცედურებს, გამოძიებისშესაძლო ვადებსა და შედეგებს. „იუსტიციის სამინისტრომ დაიწყო და გაშალა საინფორმაციო კამპანია ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოსთან დაკავშირებით. დღეს ჩვენ გვქონდა შეხება ჰააგის დელეგაციასთან, რომლის ვიზიტი ემსახურება იმავე მიზანს. ისინი ჩაერთვებიან ამ კამპანიაში და ქართული საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს გაუზიარებენ ინფორმაციას, რა სტადიაზეა გამოძიება და რა შესაძლებლობები აქვსსაერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს, რომ მიღწეულ იქნას ის მიზანი, რაც ყველას ერთად გვამოძრავებს − აღსრულდეს საერთაშორისო მართლმსაჯულება 2008 წლის ომის პერიოდში საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებზე", − განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ. ვიზიტის ფარგლებში, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დელეგაცია იძულებით გადაადგილებულ პირებს, არასამთავრო ორგანიზაციებს, აკადემიურ წრეებსა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდებიან და მათ კითხვებს უპასუხებენ. დელეგაციის ვიზიტამდე იუსტიციის სამინისტრომ საზოგადოების ინფორმირების მიზნით ფართო საინფორმაციო კამპანია დაიწყო. მინისტრის მოადგილე და სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდნენ იძულებით გადაადგილებულ პირებს კოდაში, წეროვანში, ხაშურსა და გორში; სტუდენტებს გორის უნივერსიტეტსა და თსუ–ში, არასამთავრობო ორგანიზაციებს. გოჩა ლორთქიფანიძემ მათ ინფორმაცია ჰააგაში მიმდინარე გამოძიების პროცედურებსა და შესაძლო ვადებზე მიაწოდა, აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულებს კი მათი გამოძიების პროცესში ჩართვის მექანიზმები განუმარტა. ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოსომის დანაშაულებს იძიებს. ნებართვა ჰააგის პროკურორისადმი საქმეზე გამოძიების დასაწყებადჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 27 იანვარს გასცა. გადაწყვეტილება და მისიფორმულირებები სრულად შესაბამება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს.
საქართველოს, გამოძიებას დაუქვემდებაროს აგვისტოს ომის წინაპირობები;
(NS)
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)