|
2017-05-16 14:15:23, 2144 ნახვა
ეკონომიკა
თიბისი ბანკის პროგრამა „სტარტაპერი“ 2 თვის შედეგებს აჯამებს
თიბისი ბანკმა პროგრამა „სტარტაპერის" ფარგლებში, ორი თვის განმავლობაში 1 მილიონ ლარზე მეტი მოცულობის სესხი გასცა. პროგრამის დაწყებიდან დღემდე, სტარტაპსესხით უკვე 30-მდე დამწყებმა ბიზნესმა ისარგებლა, რომლებიც სხვადასხვა სფეროში ოპერირებენ: მათ შორის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის წარმოება, ტექნოლოგიური მიმართულება, აგროსექტორი, ხელნაკეთი ნივთები, სასტუმროს მშენებლობა და სხვა. პროგრამა „სტარტაპერის" ფარგლებში შეღავათიანი საბანკო პროდუქტების პაკეტით 3 000-ზე მეტმა სტარტაპმა ისარგებლა, პროგრამის ვებ-გვერდზე განთავსებულ, სპეციალურად სტარტაპებზე შექმნილ კატალოგში კი უკვე 200-მდე სტარტაპს შეგიძლიათ გაეცნოთ, მოიძიოთ მათი საკონტაქტო ინფორმაცია ან პირდაპირ კატალოგიდან სოციალურ ქსელში გაუზიაროთ თქვენს მეგობრებს ის სტარტაპი, რომელიც მოგეწონათ. პროგრამის მიმდინარეობიდან 2 თვის განმავლობაში სპეციალურად სტარტაპერებისთვის შეიქმნა პროდუქტები: სტარტაპ-ენერჯი ბარათი და სტარტაპ-ლიზინგი. სტარტაპ-ენერჯი „სოკარ პეტროლეუმ ჯორჯიასა" და თიბისი ბანკის ერთობლივი ბარათია, რაც სტარტაპერებისთვის 15 თეთრიან ფასდაკლებას გულისხმობს ნებისმიერი ტიპის საწვავზე; სტარტაპ-ლიზინგი სტარტაპებს მათი ბიზნესისასთვის საჭირო დანადგარების შეძენის შესაძლებლობას აძლევს, მათზე მორგებულ ინდივიდუალურ გადახდის გრაფიკით. 2 თვის განმავლობაში სტარტაპ-ენერჯი ბარათი უკვე 100-მდე სტარტაპერმა მიიღო. ფინანსური მხარდაჭერის გარდა, პროგრამა სხვა არაფინანსურ აქტივობებსაც მოიცავს: „სტარტაპერის" ფარგლებში უკვე 200 დამწყები ბიზნესის წარმომადგენელი დაესწრო ტრენინგებისა და მასტერკლასების სპეციალურ კურსს, რაც მათ შესაძლებლობას აძლევეს, გაიუმჯობესონ ცოდნა და უნარები და უკეთესად მართონ საკუთარი ბიზნესი. პროგრამის კიდევ ერთი შემადგენელი კომპონენტი სტარტაპების პოპულარიზაციის ხელშეწყობაა. პროგრამის მედიაპარტნიორები: გადაცემა "საქმიანი დილის" და „სტარტაპერის" ერთობლივი რუბრიკა „სტარტაპერი" და ვებგვერდები : Ambebi.ge, Bpn.ge, 4motivi.com და Marketer.ge დამწყებ ბიზნესებსა და მათ დამფუძნებლებს აცნობენ საზოგადოებას. პროგრამის ფარგლებში უკვე 70-ზე მეტ სტარტაპზე მომზადდა სტატია/რეპორტაჟი. „თიბისი ბანკისთვის ბიზნესის მხარდაჭერა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობაა. პროგრამა „სტარტაპერის" მიზანიც სწორედ ეს არის - სტარტაპების მხარდაჭერა და ქვეყანაში ბიზნესის დაწყების პოპულარიზაცია. პროგრამის ჩაშვებიდან დღემდე უკვე არაერთი ინიციატივა განვახორციელეთ და სტარტაპერებისთვის კიდევ ბევრ სიახლეს ვგეგმავთ. უახლოეს მომავალში სტარტაპებს მათ საჭიროებებზე მორგებულ პროდუქტებს შევთავაზებთ ბაზარზე მოთამაშე სხვადასხვა ლიდერ კომპანიასთან ერთად. გარდა ამისა, დაახლოებით ერთ თვეში ჩაეშვება სტარტაპ-ბარათიც, რაც „ქეშბექ" სისტემის პრინციპით სტარტაპებს ფასდაკლებებს შესთავაზებს სხვადასხვა პროდუქტსა თუ მომსახურებაზე", - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნიკა ქურდიანმა. პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია „სტარტაპერის" ვებგვერდზე :www.startuperi.ge. (R)
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
ექიმების განცხადება: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეიმუშაოს იშვიათი დაავადებების მართვის მკაფიო პოლიტიკა
კიევის სასამართლომ ფულის გათეთრების საქმეზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ანდრეი იერმაკი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)