12:12 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-16 10:42:57, 1829 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო ელექტრონული სავაჭრო პლატფორმის „ჟუმორის“ ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი კორპორაცია „ჟუმორის" (Jumore) თავმჯდომარესა და პრეზიდენტს, ლუ ჰონშანს შეხვდა.

 ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა ჩინეთის დედაქალაქ პეკინში საერთაშორისო ფორუმის „ერთი გზა - ერთი სარტყელის" ფარგლებში გაიმართა.

ჩინური კორპორაცია „ჟუმორი" მსოფლიოში პირველი E4B (ეკოსისტემა ბიზნესისთვის) საერთაშორისო ელექტრონული სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც გაერთიანებულია ელექტრონული კომერცია და ბიზნესის ბიზნესისთვის შეთავაზება. კომპანია თანამშრომლობს მსოფლიოს 126 ქვეყანასთან, მათ შორის, G20-ის ქვეყნებთან, აგრეთვე „ერთი სარტყელი - ერთი გზის" სახელმწიფოებთან. პლატფორმის წლიური ბრუნვა 2017 წლისათვის 800 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბებს.

პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა დადებითად შეაფასა მსხვილი ჩინური კომპანიის შემოსვლის შესაძლებლობა და აღნიშნა, რომ ეს იქნება მნიშვნელოვანი ადგილობრივი კერძო სექტორისთვის, რათა მათ გაუადვილდეთ საერთაშორისო ბაზრების საკუთარი პროდუქციისა თუ მომსახურების გატანა, ასევე, ბიზნესპარტნიორების მოძიება. მისი თქმით, ამით მთელი მსოფლიო ნახავს, თუ რა გვაქვს და რა პროდუქციის გაყიდვაა შესაძლებელი საქართველოდან.

შეხვედრაზე კომპანია „ჟუმორის" ხელმძღვანელმა გამოთქვა სურვილი, დაიწყოს ბიზნესი საქართველოში. მისი თქმით, საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები მნიშვნელოვნად ვითარდება, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის საქართველოში საქმიანი ურთიერთობებისთვის. ლუ ჰონშანის განცხადებით, „ჟუმორის" შემოსვლა არა მხოლოდ წაადგება საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებს, არამედ ამით ქართველ მეწარმეებს ექნებათ ერთიანი პლატფორმა საერთაშორისო ბიზნესთან დასაკავშირებლად და საქმიანი ურთიერთობების გასავითარებლად. მათ შორის, „ერთი სარტყელი - ერთი გზის" ქვეყნების ბიზნეს წრეებთანაც.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
ექიმების განცხადება: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეიმუშაოს იშვიათი დაავადებების მართვის მკაფიო პოლიტიკა
კიევის სასამართლომ ფულის გათეთრების საქმეზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ანდრეი იერმაკი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics