00:27 - 26 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-25 23:25:51, 271 ნახვა

ეკონომიკა
ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტში დაგეგმილი საერთაშორისო ბიზნესგამოფენის „საქართველო - უზბეკეთი აბრეშუმის გზა“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი კომპანიებისთვის გამოფენის ფორმატის, პროგრამისა და უზბეკეთის ბაზრის შესაძლებლობების შესახებ დეტალური ინფორმაციის გაზიარება და მათ შორის ახალი საქმიანი კავშირების წახალისება იყო.

საინფორმაციო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს IT/ტექნოლოგიების, სამშენებლო და დეველოპერული, არქიტექტურისა და დიზაინის, სამედიცინო, საავტომობილო და სხვა სექტორებში მომუშავე კომპანიებმა.

საერთაშორისო ბიზნესგამოფენა „საქართველო – უზბეკეთი: აბრეშუმის გზა“ 2026 წლის 7-8 ოქტომბერს ტაშკენტში, JW Marriott Tashkent-ში გაიმართება. ღონისძიების მთავარი ორგანიზატორია გაყიდვების ასოციაცია, ხოლო მისი ადგილობრივი პარტნიორები არიან The Europe-Uzbekistan Association for Economic Cooperation (EuroUZ) და უზბეკეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა.

გამოფენის მიზანია საქართველოსა და უზბეკეთს შორის ბიზნესკავშირების გაღრმავება, ქართული კომპანიებისთვის უზბეკეთის ბაზრის შესაძლებლობების გაცნობა და ახალი საერთაშორისო პარტნიორობების შექმნის ხელშეწყობა. ღონისძიება 2,000-მდე კორპორაციული სექტორის წარმომადგენელს უმასპინძლებს, ხოლო მასში სხვადასხვა ინდუსტრიის 50-მდე ქართული კომპანია მიიღებს მონაწილეობას.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics