|
2017-05-15 12:25:30, 1801 ნახვა
კომენტარი
გიგაური თორდიას ცემაზე: თუ გამოძიება არ დასრულდება, ეს იქნება გზავნილი უწყებებისთვის, რომ პრობლემურ საკითხებზე არ იმუშაონ
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" თავმჯდომარის ეკა გიგაურის შეფასებით, ის რომ ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხელაძე ამ დრომდე დაკითხული არ არის, დიდ პრობლემას წარმოადგენს. როგორც გიგაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, თუ გამოძიება ბოლომდე არ დასრულდება, ეს იქნება კონკრეტული გზავნილი ყველა დამოუკიდებელი სამსახურის და უწყების მიმართ, რომ მათ პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით, კონკრეტული პირების მიმართ არასდროს იმუშავონ. "ეს იქნება ტესტი სახელმწიფოსთვის, რომ კონკრეტული პასუხი გასცეს ასეთი ტიპის ქმედებას. საუბარი მიდის ახლა სხვა ნაწილზე. მთავარია, რაზე მიდიოდა მოკვლევა აუდიტის სამსახურში. ჩართული იყო თუ არა ამაში ფარცხალაძის კომპანია და რა როლი ჰქონდა ამაში თბილისის მერიას. აქ საუბარია სავარაუდოდ კორუფციაზე და საქმე უნდა იყოს გამოძიებული", - აღნიშნა ეკა გიგაურმა. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს ლაშა თორდიას 12 მაისს თავს დაესხნენ. ლაშა თორდიას განცხადებით მას თავს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მასთან ერთად მყოფი რამდენიმე პირი დაესხა. მისივე თქმით, თავდასხმა პირადი ანგარიშსწორების მიზნით განხორციელდა და მის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება. ლაშა თორდიას საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)