|
2017-05-11 16:00:42, 2060 ნახვა
კომენტარი
მოქალაქე „ევროპულ საქართველოს“: ცოცხლები, რომ დადიხართ დიდი მადლობა, მაგრამ ჩემგან დიდი საყვედური „ოცნებას“
გორში, საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის მიმდინარეობისას, ერთ-ერთმა მოქალაქემ "ევროპული საქართველოს" წევრებს სერგო რატიანს და ხათუნა გოგორიშვილს მიმართა. მოქალაქემ "ევროპული საქართველოს" წევრები "ნაციონალური მოძრაობის" წევრებად მოიხსენია. "ნაციონალებს მინდა შევეკითხო, ძლივს ვიკავებ თავს ამათ, რომ ვხედავ საერთოდ. როდესაც გამოდის ქალბატონი ირმა ინაშვილი, რომელიც ძალიან მკაცრად გვაკრიტიკებს, ხალხი ტაშს უკრავს, გამოდიხართ თქვენ და ხალხი გიყვირით. ახლა მე თქვენ გეკითხებით, ერთადერთი შვილის დამმარხავ დედას, როდესაც მეუბნებოდით 2012 წლის არჩევნებზე - ბავშვი უნდა ამოგიგდოთ საფლავიდან და გადაგიგდოთ, რა გაცინებთ?!რატომ გაქვთ ასეთი მენტორული ტონი?! რა ცინიზმით უყურებთ ხალხს?! ცოცხლები, რომ დადიხართ დიდი მადლობა, მაგრამ ჩემგან დიდი საყვედური "ქართულ ოცნებას", - მიმართა მოქალაქემ "ევროპული საქართველოს" წევრებს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)