17:51 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-07 16:17:53, 1808 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი: ევროპულ და ევროატლანტიკურ არჩევანს ალტერნატივა არ აქვს

რიყეზე „ევროპის დღე“ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ევროინტეგრაციის მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ოფიციალურად გახსნეს.

 პრეზიდენტის განცხადებით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრქუტურებში ინტეგრაციას ალტერნატივა არ აქვს, რადგან ის ქართული საზოგადოების უმრავლესობის მყარი არჩევანია.

„ჩვენს ევროპულ არჩევანს  საუკუნეების განმავლობაში  ჩვენი თანამემამულეები  თავიანთი სიცოცხლით იცავდნენ. როდესაც გავხდით დამოუკიდებლები, კიდევ ერთხელ არჩევანი ძალიან ნათლად  განვსაზღვრეთ  და ვთქვით, რომ საქართველო არის ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეზე ორიენტირებული ქვეყანა. ყველაზე თამამ ნაბიჯებს ვდგამთ როგორც ევროპული, ისე ევროატლანტიკური მიმართულებით. ბოლო წლების განმავლობაში ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას, გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა, მივიღეთ ვიზალიბერალიზაცია,  ვართ ნატოში  ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და არა ნატოს წევრი ქვეყნებიდან ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული ქვეყანა“,-აღნიშნა პრეზიდენტმა.

მანვე ყურადღება გაამახვილა ევროსაბჭოს კომიტეტის დასკვნასა და აშშ-ს მიერ მიღებული კანონის მნიშვნელობაზე. ევროსაბჭოს კომიტეტის გადაწყევტილებაში პირველად დაფიქსირდა რუსეთი, როგორც კონფლიქტის მხარე. აშშ-ს მიერ მიღებული კანონის თანახმად კი, ქვეყანა, რომელიც საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს, აშშ ფინანსურ დახმარებას არ გაუწევს.

"ეს ის გამარჯვებებია, რომელსაც ჩვენ დიპლომატიურ არენაზე ვზეიმობთ",-დასძინა გიორგი მარგველაშვილმა.

დღეს,  12:00 სთ-დან, თბილისში, რიყის პარკში, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებთან და სხვა პარტნიორებთან ერთად, გრანდიოზულად აღნიშნავს ,,ევროპის დღეს“. მოვლენის განსაკუთრებულად აღნიშვნა ეფუძნება საქართველოში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებას. 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics