|
2017-05-05 12:29:23, 2925 ნახვა
სამართალი
ე.წ. ციანიდის საქმეზე წინასასამართლო სხდომა სრულად დაიხურა
ე.წ. ციანიდის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა მოსამართლის გადაწყვეტილებით სრულად დაიხურა. სხდომის დახურულ რეჟიმში გაგრძელების შუამდგომლობა სახელმწიფო ბრალდებამ იმ მოტივით დააყენა, რომ მათი თქმით, საქმე შეიცავს საკითხებს, რომელთა გასაჯაროებაც მიზანშეუწონლად მიაჩნიათ. " იგი არაა ჩვეულებრივი ფიგურა, სასულიერო პირია. სასულიერო პირის პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნება შეიძლება მიუღებელი იყოს და ეწინააღმდეგებოდეს საზოგადოებაში დამკვიდრებულ მორალურ, ზნეობრივ წესებს ", - აღნიშნა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა. ბრალდების მხარის მოთხოვნას არ დაეთანხმნენ ადვოკატები, რომლებიც პირიქით, სხდომის საჯაროობის მომხრე იყვნენ. "თუ ისეთი ნაწილი იქნება სასამართლო განხილვის დროს რომ შეიძლება დაიხუროს, ან პროკურატურა დააყენებს შუამდგომლობას, ან ჩვენ იმ დროს დახურვის თაობაზე. პროკურატურის შუამდგომლობა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი იყო. საზოგადოებისთვის სასამართლოს ობიექტურობა მის საჯაროობაზე გადის",-განაცხადა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ. საბოლოოდ, მოსამართლე ბადრი შონია წინასასამართლო პროცესის მთლიანად დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. შეგახსენებთ, გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული მამა გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობას ამზადებდა ანგარებით, თანამდებობრივი მდგომარეობის და მატერიალური სარგებლის შენარჩუნების მოტივით. მათივე ცნობით, მიღებული ქიმიური, ტოქსიკოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით დადგინდა, რომ ბრალდებულის ბარგიდან ამოღებული ნივთიერება წარმოადგენს სწრაფი მოქმედების ძლიერ შხამს - ნატრიუმის ციანიდს, რომლის ოდენობა საკმარისი იყო რამდენიმე ადამიანის სიცოცხლის მოსასპობად. აქედან გამომდინარე, საქმე სასამართლოში წარიმართა სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გარდა აღნიშნულისა, გიორგი მამალაძეს ბრალი წარდგენილი აქვს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
ვიტკოფმა სამმხრივი ტექნიკური დონის მოლაპარაკებები გამოაცხადა
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)