06:26 - 12 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-03 12:08:07, 1726 ნახვა

კომენტარი
კანდელაკი: საზოგადოების მობილიზებამ შედეგი გამოიღო და „ღამის მგლებს“ შემოსვლაზე უარი ეთქვა

,,სასიხარულოა, რომ საზოგადოების მობილიზებამ და ზეწოლამ გამოიღო შედეგი და დღეს დილით ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ,,ღამის მგლების’’ 50-მდე  წარმომადგენელს უარი ეთქვა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე’’,-ამის შესახებ მოძრაობა "თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი კანდელაკმა  განაცხადა.

დეპუტატის თქმით,  ფრაქცია მოუწოდებს მთავრობას შეწყდეს საქართველოს შიგნით პრორუსული დაჯგუფებების წახალისების პოლიტიკა.

,,ჩვენ გუშინ მოვუწოდეთ საქართველოს მთავრობას და შსს-ს, რომ არ შემოეშვათ საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ექსტრემისტული დაჯგუფება ,,ღამის მგლები’’, რომლებიც აპირებდნენ ჩამოსვლას 9 მაისისთვის. მოვითხოვთ, რომ დაჯგუფების დანარჩენ წევრებსაც ასევე უარი ეთქვას ჩვენს ქვეყანში შემოსვლაზე. მოგეხსენებათ, ეს ექსტრემისტული დაჯგუფება არის პირდაპირ დაკავშირებული ვლადიმერ პუტინთან და ფინანსდება რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ.  ,,ღამის მგლები’’ ასევე არ შეუშვეს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, ასეთი ერთ-ერთია პოლონეთი. დაჯგუფების წევრები იქცევიან უაღრესად გამომწვევად, შეურაცხყოფას აყენებენ ჩვენს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და არ სცემენ პატივს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. მოვუწოდებთ მთავრობას, შეწყდეს ჩვენი ქვეყნის შიგნით პრორუსული დაჯგუფებების წახალისების სამწუხარო პოლიტიკა, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics