|
2017-05-01 17:17:17, 908 ნახვა
რეგიონი
ზაალ მიქელაძემ უმაღლეს საბჭოს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის შესრულების ანგარიში წარუდგინა
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე, სამინისტროს 2016 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში წარადგინა. 2016 წელს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ნაერთი ბიუჯეტი 14 მილიონზე მეტ ლარს შეადგენდა. გასულ წელს უწყების ფინანსური დოკუმენტი 99%-ით შესრულდა. სამინისტროსა და მისი საქვეუწყებო დაწესებულებების სერვისებით 57 000-ზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა. კერძოდ, გულის ქირურგიის პროგრამით ისარგებლა 523 პაციენტმა, ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამით 1845-მა, მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევებით 1878-მა, სახსრების ენდოპროთეზირება დაუფინანსდა 75 პაციენტს, ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობა 1045 პაციენტს, ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის თანადაფინანსება განხორციელდა 332 პაციენტის შემთხვევაში. შშმ ბავშვთა სოციალური ადაპტაციის კურსის გასავლელად გაიცა 32 ვაუჩერი , ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაცია/რეაბილიტაცია დაუფინანსდა 531 პაციენტს, გაიცა 2972 ვაუჩერი, სმენის აპარატები გადაეცა 474 ბენეფიციარს, სავარძელ-ეტლები 230 შშმ პირსა და ხანდაზმულს, რეაბილიტაციის კურსი ჩაუტარდა სქოლიოზით დაავადებულ 556 ბავშვს. გასულ წელს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სერვისებით ისარგებლა 49 692-მა ბენეფიციარმა. სამინისტროს პროგრამის ფარგლებში, თანადაფინანსებით, საცხოვრბელი სახლი შეესყიდა 96 ეკომიგრანტ ოჯახს. მაღალი გამავლობის 9 ავტომანქანა გადაეცა ხელვაჩაურისა და ქობულეთის პირველად ჯანდაცვის ცენტრებს.
(NS)
კრემლმა შესთავაზა შეერთებულ შტატებს ევროპის გავლენის სფეროებად დაყოფა, როგორც ეს ცივი ომის დროს იყო
მიტროპოლიტ იობის გინების გამო, შსს-მ ლაშა ნაცვლიშვილის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო
საბა ლაზიშვილმა ამერიკულ ორგანიზაცია RAF-ში სადებიუტო ბრძოლა მოიგო
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



