|
2017-04-28 16:30:33, 984 ნახვა
რეგიონი
აჭარაში 122 ოჯახს საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში გადეცა
აჭარაში, 8 ჩასახლებაში მცხოვრებ 122 ოჯახს, მათ შორის 89 დევნილ ოჯახს მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცა. დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე და აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე დაბა ჩაქვში აღნიშნულ ოჯახებს შეხვდნენ და ფართების დაკანონების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს 113 ოჯახისთვის ბინების სიმბოლურ ფასად გადაცემის თაობაზე ბრძანების პროექტი წარედგინა, რის შემდეგაც საკუთრებაში გადაცემის თაობაზე შესაბამისი ბრძანება გამოიცა. პარალელურად დარჩენილი 9 ოჯახისთვის ბინების საკუთრებაში გადაცემის პროცედურები მიმდინარეობს. „ამ ეტაპზე შესაბამისი დოკუმენტაციების მიღება ხდება, რომლის დასრულების შემდეგ, უახლოეს პერიოდში, ისინიც ბინის კანონიერი მესაკუთრეები გახდებიან. პროცედურები მოქალაქეებისთვის ბინების საკუთრებაში გადაცემის თაობაზე უკვე რამდენიმე თვეა აქტიურად მიმდინარეობს. აჭარის ა.რ მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობას წარედგინა ინიცირება სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული 136 საკადასტრო ერთეული უძრავი ქონების გადმოცემის თაობაზე. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ქონება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში გადმოეცა. ეს ოჯახები 2006 წლიდან სხვადასხვა ობიექტებში საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტების გარეშე ცხოვრობენ. ამ ეტაპზე იძულებით გადადგილებული და სხვა ტიპის ოჯახები მეჯინისწყალის ტერიტორიაზე, ბათუმში ხახულის ქუჩაზე ყოფილი ტექნიკური სკოლის შენობაში, ლეონიძის ქუჩაზე ყოფილი მექანიკური ქარხანის შენობაში, მელიქიშვილის ქუჩაზე ყოფილ საბავშვო ბაღში, ჩაქვის ყოფილ სკოლაში, ქობულეთში ყოფილ მე-7 სკოლაში, ქობულეთის სასაზღვრო ბაღში, ქობულეთის ყოფილი სანიტარული ეპიდემიის სადგურის შენობაში ცხოვრობენ“, - აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.
(NS)
კრემლმა შესთავაზა შეერთებულ შტატებს ევროპის გავლენის სფეროებად დაყოფა, როგორც ეს ცივი ომის დროს იყო
მიტროპოლიტ იობის გინების გამო, შსს-მ ლაშა ნაცვლიშვილის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო
საბა ლაზიშვილმა ამერიკულ ორგანიზაცია RAF-ში სადებიუტო ბრძოლა მოიგო
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



