05:25 - 12 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-28 15:24:28, 2270 ნახვა

ეკონომიკა კომენტარი
ცოტნე ყავლაშვილი: ბიზნეს-აქტივობა 2017 წლის აპრილშიც მაღალია

„საქსტატის“ მიერ ეკონომიკური ზრდის დღეს გამოქვეყნებული მაჩვენებლები საპროგნოზოს  მნიშვნელოვნად აღემატება. ეს არის იმ პოზიტიური ტენდენციების ლოგიკური შეჯამება, რაც ჩვენ პირველ კვარტალში მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარამენტების მიმართულებით გვქონდა“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ცოტნე ყავლაშვილმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას განაცხადა.

საქსტატის მიხედვით 2017 წლის მარტში მშპ-ს ზრდამ 5.3 პროცენტი, პირველი კვარტლში კი - 5 პროცენტი შეადგინა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ასეთ მნიშვნელოვან მიმართულებებად მნიშვნელოვნად გაზრდილი ექსპორტი, ტურიზმი და ტურიზმიდან შემოსავლები, ასევე, საგადასახადო  შემოსავლები დაასახელა. მისი შეფასებით, 2017 წლის მარტისა და მიმდინარე წლის პირველი კვარტლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ამ დადებითი პარამეტრების ლოგიკური შეჯამებაა.

ამასთან, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ცოტნე ყავლაშვილმა განაცხადა, რომ ბიზნეს-აქტივობა 2017 წლის აპრილშიც მაღალია, რისი თქმის საშუალებასაც აპრილში საგადასახადო შემოსავლების ზრდადი დინამიკა იძლევა. „ჩვენ მიმდინარე თვეში ამ პარამეტრის 18 პროცენტიან ზრდას ველოდებით წინა წელთან მიმართებაში”, - განაცხადა ცოტნე ყავლაშვილმა.

„ეს ყოველივე არის იმ ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი, რაც მთავრობის 4-პუნქტიან გეგმაშია განსაზღვრული და 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კონკრეტულ მაჩვენებელში აისახა. მათ შორის, მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია მოგების გადასახადის რეფორმას, აგრეთვე ზრდაზე ორიენტირებულ ხარჯვით პოლიტიკას და მაღალ ინვესტიციებს ინფრასტრუქტურაში”,  – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილე ცოტნე ყავლაშვილმა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics