|
2017-04-27 15:06:41, 2184 ნახვა
სამართალი კომენტარი
ადვოკატი: გამოძიების ინფორმაცია აბსურდია, თეთრუაშვილს ისეთი თანამდებობა არ აქვს, რომ წყვეტდეს, ვინ მოხსნას და ვინ დანიშნოს
დეკანოზ მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი „ექსპრესნიუსთან“ ე.წ. ციანიდის საქმეზე პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ გამოძიების შედეგებს აბსურდს უწოდებს. მისი თქმით, შორენა თეთრუაშვილის თანამდებობა არ იძლევა საშუალებას, მან ვინმე სამსახურიდან მოხსნას, ან დანიშნოს. რამიშვილის განმარტებით, ეს პატრიარქის გადასაწყვეტია. სწორედ აქედან გამომდინარე, ადვოკატი არ იზიარებს გამოძიების ინფორმაციას, რომ მამა გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობას ამზადებდა ანგარებით, თანამდებობრივი მდგომარეობის და მატერიალური სარგებლის შენარჩუნების მოტივით. „ეს არის აბსურდი იმიტომ, რადგან შორენა თეთრუაშვილს არანირი თანამდებობა არ აქვს, რომ ის წყვეტდეს, ვინ მოხსნას სამსახურიდან და ვინ დანიშნოს , ეს არის პატრიარქის გადასაწყვეტი. აქ არანაირი ცვლილება არ არის. იგივე მტკიცებულებებია, რაც იყო. (ვიდეოში) ასახული კი არის გიორგი მამალძე, მაგრამ ადამიანის ადამიანზე აუგად მოხსენიება ანგარებას არ ნიშნვს ხომ?! კრგად დაუკვირდეს შემდეგ ვინც მოისმენს, მოსამართლე იქნება, თუ საზოგადოება, ესე ნებისმიერი ადამიანი შეიძლება ვიღაცამ აუგად მოიხსენიოს და იმას არ უნდა ვიწერდეთ. ის თუ დაადგინეს საერთოდ ვისგან შეიძინა? ეგ ვერ დაუდგენიათ და იმას ადგენენ ადამიანი ადამიანზე რას ფიქრობს?“,-განუცხადა „ექსპრესნიუსს“ მიხეილ რამიშვილმა. წინასასამართლოს სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2017 წლის 5 მაისს ჩაინიშნა. ადვოკატის თქმით, ყველანაირად ეცდებიან, სასამართლო პროცესი დახურული იყოს. თუმცა, მისივე განმარტებით, დაცვის მხარე სასამართლო სხდომების საჯაროობას მოითხოვს. ცნობისთვის, პროკურატურამ დეკანოზ მამა გიორგი მამალაძის საქმეზე გამოძიება დაასრულა.
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)