18:13 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-23 11:32:30, 987 ნახვა

რეგიონი
ძლიერმა ქარმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტი დააზარალა

ძლიერმა ქალმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტი დააზარალა. სტიქიამ ქალაქ ჯვარში 5 მაღალსართულიან საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. ასევე დაზიანებულია 30 ზე მეტი კერძო საცხოვრებელი სახლის სახურავი, მუჟავაში, ჭალეში, ჩქვალერში, ფოცხოეწერსა და ლიაში. 

ძლიერმა ქარმა მრავალწლიანი ხეებიც მოგლიჯა, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები.

არსებულ ვითარებას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ადგილზე გაეცნო. ლევან შონიას, განცხადებით აღდგენითი სამუშაობი დღესვე დაიწყება. 

ამ დროისთვის გზები დაზიანებული ხეებისგან მოსუფთავდა, წაქცეული ხეები იჭრება ეზოებსა და პარკებში. სამუშაობში ადგილობრივ მინიციპალიტეტთან ერთად აქტიურადაა ჩართული საგანგებო სიტუაციების სამსახური.

სტიქიის გამო წალენჯიხის მუნიციპალტეტში შექმნილია საგანგებო შტაბი, როელსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ხელმძღვანელობს. საგანგებო შტაბის სხდომაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გუბერნატორს არსებული ვითარება გააცნეს. წალენჯიხაში დილიდან მუშაობს ზარალის დამთვლეი სპეცაილური კომისია.

„ეს არი ზალიან მნიშვნელოვანი ზარალი, თუმცა აღდგენით სამუშაოებს ხვალ დილიდანვე დავიწყებთ, მანადე კი დღესვე მოხდება დაზიანებული სახურავების დროებითი გადახურავა. სოფელ ჭალეში დაზიანებულია სკოლა, ვესუბრეთ განათლების სამინისტროს და ხვალიდანვე დაიწყებენ დაზიანებული სახურავის რეაბილიტაციას. გვაქვს აქტიური კავშირი „ენერგო პრო ჯორჯიასთან“ და ყველა დაზაიანებულ ადგილებზე მათი ბრიგადები მუშაობენ, თავიდანვე გათიშული იყო 9 ათასამდე აბონენტი, თუმცა ამჟამად დარჩენილია 4 ათასი აბონენტი, რომელებსაც დღის ბოლომდე ელექტრო მომარაგება აღუდგებათ. კომისია მივიდეს ყველა დაზარალებულ სახლში, გადაიღეთ, დაითვაეთ ზარალი და კერძო სახლების შემთხვევში ჩვენ მათ სამშენებლო მასალით დავეხმარებით“ - არნიშნა საგანგებო შტაბის სხდომაზე გუბერნატორმა. 

საგანგებო შტაბის სხდომას გუბერნატორის მოადგილე, წალენჯიხის გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარი ადმინისტრაციული ერთულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფოტოს ტელე "იმედი" ავრცელებს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ევროკავშირმა უკრაინისთვის სამხედრო საწვრთნელი მისიის მანდატი 2028 წლამდე გაახანგრძლივა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics