|
2017-04-22 11:51:03, 2335 ნახვა
სამართალი
კახა კახიშვილი ფლორიდის შტატის მოსამართლე მარკ ა. სპაისერს შეხვდა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა ფლორიდის შტატის საოლქო მოსამართლე მარკ ა. სპაისერს უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე კახა კახიშვილმა მოსამართლეს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების შესახებ. მინისტრის თქმით, 2012 წლის შემდეგ სისტემაში გატარდა მასშტაბური რეფორმები, რომელთა მიზანი მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფასთან ერთად, პენიტენციური დაწესებულებების სარეჟიმო პირობების გაუმჯობესება იყო. ამ მიზნით, 60-მდე კანონში ცვლილებები შევიდა. კახა კახიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ წამება, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა აღარ გამოიყენება პენიტენციური დაწესებულებათა მართვის მეთოდად, მკვეთრად შემცირდა სიკვდილობის მაჩვენებელი, გაუმჯობესდა პენიტენციური ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა, მათ შორის აღსანიშნავია ტუბერკულოზისა და C ჰეპატიტის სამკურნალო პროგრამები. შეხვედრისას მინისტრმა აღნიშნა, რომ რეფორმის შედეგად პენიტენციური დაწესებულებები აღარ არის მხოლოდ იზოლაციისათვის განკუთვნილი ადგილი. ბრალდებულ/მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის მიზნით, სისტემაში წარმატებით მიმდინარეობს მსჯავრდებულთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სარეაბილიტაციო პროგრამების დანერგვა. ახალი კანონმდებლობის შესაბამისად კი, მსჯავრდებულები უმაღლესი განათლების მიღების საშუალებაც ექნებათ. ამასთან, პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულების მიერ დამზადებული ნამუშევრების რეალიზაციისათვის სპეციალური ონლაინ მაღაზია შეიქმნა, საიდანაც გაყიდული ნივთის საფასური მსჯავრდებულებს საკუთარ ანგარიშზე ერიცხებათ. მოსამართლე მარკ სპაისერს განცხადებით, საქართველო ერთ-ერთი პროგრესული და სწრაფად განვითარებადი ქვეყნადაა და ის აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი. „აღფრთოვანებული ვარ თქვენ მიერ გატარებული რეფორმებით. თქვენ მსჯავრდებულებს მიეცით იმედი, რომ ისინი უკეთესები გახდებიან და საზოგადოებაში მარტივად გაივლიან რესოციალიზაციას. შეხვედრა კარგი შესაძლებლობა იყო ფლორიდისა და საქართველოს გამოცდილებათა გასაზიარებლად. ვისაუბრეთ ფსიქიკური პრობლემების მქონე მსჯავრდებულთა საკითხებსა და დაწესებულებათა მართვის სხვადასხვა მეთოდებზე“, - აღნიშნა მარკ სპაისერმა. ფლორიდის შტატის მოსამართლე საქართველოში ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის მოწვევით იმყოფება.
(NS)
ვიტკოფმა სამმხრივი ტექნიკური დონის მოლაპარაკებები გამოაცხადა
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)